მშვიდობა ღიმილით იწყება

მშვიდობა ღიმილით იწყება

21.09.2015

მასალა მოამზადა ნანა ჯანაშიამ

მშვიდობის საერთაშორისო დღე  – 21 სექტემბერი, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1981 წელს დააარსა. მშვიდობა — ომის ანტონიმია და  საზოგადოების ისეთ მდგომარეობას ეწოდება, სადაც არ არის, შეიარაღებული კონფლიქტი ან რაიმე სხვა სახის სამხედრო ძალადობა.

მშვიდობის შემსწავლელ მეცნიერებას– ირეოლოგია ეწოდება. პატრიცია ბრანდერის მიხედვით მშვიდობას აღმოსავლურ კულტურებში  უფრო მეტი საერთო აქვს შინაგან მდგომარეობასთან (მშვიდობა ჩვენს გონებასა და გულში), დასავლეთ სამყაროში კი  მშვიდობა გაგებულია როგორც ადამიანის გარეთ არსებული მდგომარეობა (ომების ან ძალადობის არარსებობა).

ვიქტორ ჰიუგოს მიხედვით „მშვიდობა – ცივილიზაციის სიკეთეა, ომი კი – მისი დანაშაული.“

ჯიმი ჰენდრიქსს კი მიაჩნია, რომ „როცა სიყვარულის ძალა დაამარცხებს ძალის სიყვარულს, მაშინ მსოფლიოში მშვიდობა დამყარდება“.

 "პატივი მივაგოთ და გავაძლიეროთ იდეები მშვიდობის შესახებ მსოფლიოში", ეს იყო 21 სექტემბრის მშვიდობის დღედ დაწესების და ამ დღესასწაულის დაარსების  მიზანი. მას შემდეგ 34 წელი გავიდა. ეს დღე განსაკუთრებით უნდა გვიყვარდეს ქართველებს, რადგან ძალიან კარგად ვიცით რა არის ომი... და თუ რაოდენ ძვირფასია მშვიდობა!

ღიმილიან დღეებს გისურვებთ, რადგან დედა ტერეზას მიხედვით:"მშვიდობა ღიმილით იწყება"!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge