HVAC ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება წელს საქართველოში მეორედ ტარდება

HVAC ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება წელს საქართველოში მეორედ ტარდება

28.09.2015

გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების, წყალმომარაგების, სანტექნიკისა და აუზების მოწყობის საერთაშორისო გამოფენა.
1-3 ოქტომბერი, 2015.
გამოფენის კონცეფცია შემუშავებულია Reed Exhibitions-ის მიერ და წელს საქართველოში მეორედ ტარდება, იგი ითვლება HVAC ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად, რადგან მონაწილეებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ სფეროს ტექნოლოგიური პროგრესი. 
ღონისძიება არის ადგილი სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ხვდებიან ერთმანეთს გამოცდილების გასაზიარებლად, ხოლო მწარმოებლებს საშუალება ეძლევათ წარუდგინონ თავიანთი პროდუქცია პოტენციურ კლიენტებს.
მ ო ნ ა წ ი ლ ე ე ბ ი ს  პ რ ო ფ ი ლ ი:
აბაზანის აქსესუარები / სანთურები და ქვაბები / დენის და გაზის მომარაგება / გარემოს, წყლის ხარისხისა და კონტროლის დანადგარები / ფიტინგები და სარქველები /გამათბობლები / მილები / ტუმბოები / თერმული დანადგარები / წყლის ტექნოლოგიები / აკვა პარკის დანადგარები / ქიმიური პროდუქტები საცუარო აუზებისთვის / საცუარო აუზების სამშენებლო მასალები / საუნები და მინი საუნები / მინი საცურაო აუზები / ფიტო ბარელები / გამათანაბრებელი ტუმბოები / საუნისა და სპა დანადგარები / საცურაო აუზების დანადგარები / საცურაო აუზები / წყლის გამწმენდები /კონდიციონერები / ფილტრები და გამწმენდები / ჰაერის დამატენიანებლები / სამაცივრე დანადგარები / ვენტილაცია.
გამოფენის მთავარი მიზანია ინოვაციების სწრაფად გავრცელება ადგილობრივ ბაზარზე. გამოფენა საშუალებას აძლევს საერთაშორისო მწარმოებლებს და დისტრიბუტორებს შეხვდნენ ადგილობრივ კომპანიებს და დაამყარონ ბიზნეს კონტაქტები.
გამოფენა ჩატარდება საგამოფენო ცენტრში ექსპო ჯორჯია 1-3 ოქტომბერს.
ა. წერეთლის გამზ. 118
+995 32 234 11 00 
www.aquatherm.ge



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge