ბრძოლა "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ

ბრძოლა "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ

19.10.2015

18:05 მოსამართლე ურთმელიძემ სასამართლო სხდომა 22 ოქტომბერს გადადო. სასამართლო სხდომა 10:00 საათზე დაიწყება 

17:49 მოსამართლე ურთმელიძემ მოსარჩელე მხარეს დაავალა წარმოადგინონ ყველა მტკიცებულება, რომელიც ექსპერტიზის ჩასატარებლად გაგზავნეს. 

16:58 მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ სხდომა პროტესტის ნიშნად რუსთვი 2-ის ჟურნალისტებმა დატოვეს

16:57 მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევა

16:55 მოსამართლემ რუსთავი2-ის შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების შესახებ არ დააკმაყოფილა 

16:40 სასამართლო პროცესი განახლდა

16:33 სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა. 

15:20 მოსამართლემ ქიბარ ხალვაშის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა არ გადადო

15:13 ქიბარ ხალვაშის ადვოკატები სასამართლო სხდომის გადადებას ითხოვენ. 

14:55-მოსამართლე ურთმელიძემ მის აცილებაზე რუთავი 2-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

14:32-საქალაქო სასამართლოში რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ პროცესი განახლდა. მოსამართლე ურთმელიძემ მოსარჩელის მოსმენის შემდეგ თვითაცილების შესახებ გადაწყვეტილება დარბაზშივე უნდა გამოაცხადოს.

13:44-რამდენიმე წუთის წინ სასამართლოზე ქიბარ ხალვაშის წარმომადგენლების მოთხოვნის საფუძველზე შესვენება გამოცხადდა. მოსარჩელე მხარე რუსთავი 2-ის მიერ წარმოდგენილ მასალებზე პასუხის მოსამზადებლად დროს ითხოვს. 

13:00 რუსთავი2-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთი მტკიცებულება წარადგინა, რის საფუძველზეც ტელეკომპანია მოსამართლის აცილებას ითხოვს. საუბარია მოსამართლის მეუღლის მიერ სოციალურ ქსელ facebook-ში გამოქვეყნებულ სტატუსზე, რომელიც ღიად აფიქსირებდა ნეგატიურ დამოკიდებულებას რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მიმართ. 

12:32 რუსთავი 2-ის იურისტებმა აუდიო-ვიდეო მასალები მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს წარუდგინეს და მისი აცილება მოითხოვეს. 

12:31 სასამართლო სხდომა განახლდა.

11:45 სასამართლო სხდომაზე ტექნიკური ხასიათის შესვენება გამოცხადდა. 

11:44 მოსამართლემ რუსთავი 2-ის მიერ დაყენებული შუამდგომლობა აუდიო-ვიზუალური მტკიცებულებების წარდგენის შესახებ დააკმაყოფილა. 

11:43 სხდომაზე რუსთავი 2-ის ადვოკატები შუამდგომლობის წარსადგენად აუდიო-ვიზუალური ფორმის გამოყენებას ითხოვენ. 

11:25-საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა უკვე დააყენა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების შუამდგომლობა. 

11:23 მოსამართლე ურთმელიძე ამბობს, რომ თვითაცილების შუამდგომლობის გამოყენებას არ აპირებს.

http://rustavi2.com/ka/news/29333

გთავაზობთ Palimfsesti. ge -ს ფოტორეპორტაჟს საქალაქო სასამართლოს ეზოდან:

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge