თბილისში დროის მეფე ჩამოდის

თბილისში დროის მეფე ჩამოდის

26.10.2015

Time Lord-ად წოდებული დევიდ ალენი 31 ოქტომბერს თბილისში მასტერკლასს გამართავს. მისი ლექცია ადამიანებს იდეებს ჩუქნის. მისეული დროის მართვის მეთოდოლოგია კი პირადი და პროფესიული ცხოვრების დაბალანსებაში, იდეების გენერირებაში და მათ განხორციელებაში ეხმარება. ალენის ლექცია გონებას ასუფთავებს არასაჭირო აზრებისაგან და მათ ნაცვლად ნოვატორული პროექტები შემოაქვს. მისი წყალობით ადამიანი მცირე დროში ენერგიის ნაკლები დანახარჯით და სტრესის გარეშე აღწევს დასახულ მიზანს. დევიდ ალენი, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე ასეული საჯარო ლექცია აქვს ჩატარებული,  ამჯერად  ბიზნესსფეროს ქართველი წარმომადგენლებისათვის „ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“  მასტერკლასს გამართავს.

Time Lord-ი გახლავთ:

 მეცხრე ადგილის მფლობელი მსოფლიოს 30 საუკეთესო ბიზნესლიდერს შორის (American Management Association)
 ერთ-ერთი აშშ- 5 საუკეთესო ტრენერს შორის (Forbes)
 მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე (Fast Company Magazine)
 საერთაშორისო მასშტაბით გაყიდული 2 მილიონი წიგნის ავტორი - Getting Things Done

და ბოლოს, მისი კლიენტები არიან: Harvard University, U.S Air force, The world bank, Nestle და სხვები. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge