მიმდინარეობს პოლიტიკური კამპანია მედიის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში ტელევიზიის წინააღმდეგ

მიმდინარეობს პოლიტიკური კამპანია მედიის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში ტელევიზიის წინააღმდეგ

07.11.2015

შვედეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა რიგის კონფერენციაზე, “აიპრესთან” საუბრისას “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ კომენტარი გააკეთა.

ბილდტმა საქართველოს მთავრობა მედიის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიაში დაადანაშაულა.

“მე მოვისმინე თქვენი პრეზიდენტის განცხადება, რომ იკვლევენ, თუ რა ხდება ამ საქმეზე, რომ ეს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს აზარალებს, ამაზე ორი აზრი არც არსებობს. ეს უდაოდ აზარალებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს. ნაწილობრივ ეს არის პრემიერმინისტრის განცხადებების ნაწილი... ეს ძალიან ბანალურია – მიმდინარეობს პოლიტიკური კამპანია მედიის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაში ტელევიზიის წინააღმდეგ".

პრემიერის რომელ განცხადებას გულისხმობთ კონკრეტულად?

"მან გააკეთა რამდენიმე კვირის წინ განცხადება, რომელიც ზღვარგადასული იყო და შედეგიც მოჰყვა. რაც ახლა ხდება, სწორედ მის განცხადებას შეიძლება რომ დავუკავშიროთ. პოზიტიური ამბავია ის, რაც თქვენმა პრეზიდენტმა თქვა, ის აღიარებს, რომ ეს პროცესები აზარალებს საქართველოს".

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანიის 100%-იანი წილი კომპანიის ყოფილ მფლობელ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა. მოგვიანებით კი დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დანიშნა. საქმის განხილვის პარალელურად საკონსიტუტციო სასამართლომ მიიღო წარმოებაში რუსთავი-2 ის სარჩელი და ამით საქმეზე დაუყონებლივი აღსრულება შეაჩერა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებია საჭირო. (Ipress.ge)

კარლ ბილდტის ფოტო ეკუთვნის Palimfsesti.ge-ს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge