ქართველი ერი ყველაზე დიდ კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა დედამიწაზე

ქართველი ერი ყველაზე დიდ კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა დედამიწაზე

08.11.2015

სანდრა რულოვსი

ქართველი ერისადმი ჩემი სრული გაუცხოება დაიწყო, თუნდაც არა მაშინ, როცა ამ ერმა საერთოდ დაკარგა სახე და ყველაზე დიდ კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა დედამიწაზე, თავისი ორი განუყრელი ფრთით, დამნაშავეებით და მათ თაყვანისცემლებად (სხვა მხარე არ არსებობდა) არც მაშინ, როცა საკუთარი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც დაბადებიდანვე სამშობლოს სიყვარულზე აბოდებდა, მათივე ჩუმი თანხმობით ცოფიანი ძაღლივით ჩაკლეს სამეგრელოს უსიერ ტყეში. 
არც მაშინ, როცა უსაშველო უფრსკულში ჩაძირული და გასაქრობად განწირული ქვეყნის სასწაულებრივად ამომთრევი და სწორ გზაზე დამყენებელი, საკუთარი ქვეყნის უპირველესი მტრის მონით შეცვალა და ორ კაპიკზე გაყიდა სამშობლოს მომავალი, საკუთარ შვილებიანად ...
არც მაშინ, როცა ამავე ადამიანს, მათივე ქვეყნის გადარჩენა არ აპატია და მთელ მსოფლიოში დაუწყო დევნა და სახელის გატეხვა , შეპირებით, რომ აუცილებლად გასრესდა...
არა, მაშინ არა..
მაშინ მიუღებლობა იყო ყოველივე ამის ...
ხოლო გაუცხოება და შეგრძნება იმის , რომ შეუძლებელია ამ ერს ვეკუთვნოდე, მოვიდა იმის შემდეგ , როცა ამ ერმა იკადრა ის , რაც წარმოუდგენელიც კი არის იკადროს ვინმემ ...
ადგა და სრულიად უსირცხვილოდ და უაპელაციოდ, ქვეყნის პირველ ლედის, სხვა ტომის შვილს, ადამიანს, რომელმაც მათზე მეტადაც კი შეიყვარა მათივე ქვეყანა, ისწავლა ქართული და მეგრული ...
ამის დასამტკიცებლად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო(სარწმუნეობა შეიცვალა) ...
ადამიანი, რომელიც მათ კიბოიან და სხვა მძიმე ავადმყოფობით დაავადებულ თანამემამულეებს, თავისი ცხოვრების ყოველ მესამე დღეს, საკუთარი ხელებით, დასვრილ თეთრეულს უცვლიდა და შარდით სავსე ქოთანს დაატარებდა, ადამიანს, რომელსაც ერთი შავი ლაქაც კი არ ჰქონია ცხოვრებაში, თითქოს ციდან ჩამოფრენილი ანგელოზი ყოფილიყო, თავისი ბილწი მიზნების სისრულეში მოსაყვანად , დააბრალა ყველაზე ამაზრზენი რამ, რასაც სატანასაც კი არ აბრალებენ ხოლმე - ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა. 
თანაც, პატიმრების ორგანოებით ვაჭრობა.
დააბრალა, აიტაცა და ახლაც ყველა საშუალებით მთელ მსოფლიოში გაჰყვირის ამის შესახებ.
საქმე ის კი არ არის, ამას ვინმე დაიჯერებს, საშინელება ისაა, ერმა ეს რომ იკადრა და საკუთარ თავს რომ აკადრა.
თითქმის მთელმა ერმა!
არ მინდა ამათ ვეკუთვნოდე ...
არ მინდა ... 
ფურთხის კი არა, ყოველივე ამის შემდეგ, არსებობის ღირსი თუ ხარ, შენ -- საქართველო?!

Palimfsesti.ge: ნეტა,  უფრო ადრე გეთქვათ ქალბატონო სანდრა ეს ყველაფერი!  წამალი მწარეა, მაგრამ ძალიან ბევრს, ნამდვილად მოარჩენდა...  აქ ხომ, დუმილი თანხმობა ჰგონიათ!

P.S.  როგორც მოგვიანებით გაირკვა, წერილი სანდრა რულოვსის არ ყოფილა და ის მისმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, ვინმე ნუგზარ სერგიამ გაავრცელა...



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge