ბიზანტიის იმპერიის გერბი

ბიზანტიის იმპერიის გერბი

23.11.2015

მასალა მოამზადა ჯილდა ჯანაშიამ

900-იანი წლებიდან ბიზანტიის იმპერიის გერბზე გამოსახული ორთავიანი არწივი ნიშნავდა იმპერატორის ორმაგ სუვერენიტეტს (საერო და საეკლესიო)  და გავლენას ევროპასა და აზიაში. იმ დროიდან მოყოლებული ორთავიანი არწივი მსოფლიოზე ორმაგი ბატონობის სიმბოლოდ იქცა. არწივის ერთი თავი დასავლეთისკენ იყურებოდა, მეორე კი აღმოსავლეთს მართავდა. 1806-1866  წლებში  ჰერალდიკის ეს სიმბოლო გერმანიის კონფედერაციის გერბზე იყო გამოსახული, 1806-1918 წლებში კი  ავსტრო-უნგრეთის.  

ეს ჰერალდიკური სიმბოლო რუსეთმა 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის კრახის შემდეგ გადმოიღო და საბჭოთა კავშირის შექმნამდე ჰქონდა. 1991 წელს კი, საბჭოთა კავშირის დამხობის შემდეგ ,პრეზიდენტმა ელცინმა ნამგალი და უროს ნაცვლად კვლავ  ორთავიანი არწივი  დააბრუნა რუსეთის გერბზე.

წინა წლებში და საუკუნეეებში ორთავიანი არწივი გერბზე გამოსახული ჰქონდათ ავსტრიას, ალბანეთს, ესპანეთს, იუგოსლავიას, სერბეთს, თურქ-სელჩუკების იმპერიას, კვიპროსისა და საბერძნეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ვიჯაინაგარას  (სამხრეთ ინდოეთი) იმპერიას.  დღეს, ორთავიანი არწივი მხოლოდ რუსეთისა და ბალკანური სახელმწიფოების - სერბეთის, ალბანეთისა და ჩერნოგორიის გერბებზეა შემორჩენილი.

და ბოლოს:

ექსპერტების აზრით,  თანამედროვე სახელმწიფოს გერბზე ორთავიანი არწივის ანუ ორთავიანი მონსტრის არსებობა  ეროვნული შიზოფრენიის სომბოლოა და ის დემოკრატიასა და ავტოკრატიას, თანამედროვეობასა და ბნელ წარსულს, ჰიპოთეტურ ლიბერალიზმსა და რეჟიმებს შორის გაორებას ნიშნავს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge