პიეტა

პიეტა

06.01.2016

პიეტა (იტალ.: Pietà - თანაგრძნობა, ღვთისმოსაობა) ძვ. რომაულ მითოლოგიაში მშობლების მიმართ შვილის სიყვარულის  განსახიერება. ლეგენდის მიხედვით, სიკვდილმისჯილი მამა (თუ დედა) ქალიშვილს ძუძუთი გამოუკვებავს და სიცოცხლე გაუხანგრძლივებია. პიეტას გამოსახავდნენ ქალის სახით, მისი ატრიბუტებია ბავშვები და წერო. პიეტას უწოდებენ აგრეთვე იესო ქრისტეს დატირების სცენებს (ღვთისმშობელი და მკვდარი ქრისტე). პიეტას სახელით არის ცნობილი მიქელანჯელოს  განთქმული კომპოზიცია.

ხუთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს მრავალი კუთხიდან უამრავი ადამიანი ჩადიოდა იტალიის დედაქალაქ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში ქალწული მარიამის მკლავებზე დასვენებულ ქრისტეს ქანდაკების სანახავად. მე-15 საუკუნიდან მოყოლებული, ეს ქანდაკება არაერთი მხატვრის შეგონების წყაროდ იქცა. იგი ტოსკანის თეთრ მარმარილოშია გამოკვეთილი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge