„გმირი, არამზადა, კაი ტიპი, დიდებული შეყვარებული... და ბინძური ძაღლი“

„გმირი, არამზადა, კაი ტიპი, დიდებული შეყვარებული... და ბინძური ძაღლი“

10.01.2016

„მოქალაქე კეინი“  არის  ფილმი რეპორტიორის შესახებ, რომელსაც დავალებული აქვს გაარკვიოს პრესის გარდაცვლილი მაგნატის - კეინის ბიოგრაფიის დეტალები. ვინ არის ჩარლზ ფოსტერ კეინი? თავად ორსონ უელსის სიტყვებით, „გმირი, არამზადა, კაი ტიპი,  დიდებული შეყვარებული, დიდი ამერიკელი მოქალაქე და ბინძური ძაღლი. გააჩნია ვინ საუბრობს…“ და კიდევ, კეინი არის მეგალომანიაკალური მედია-მაგნატი, რომელიც სიცოცხლის ბოლოს მსოფლიოს თავის კანონებს უწესებს 

„მოქალაქე კეინი“ 1941 წლის ამერიკული დრამაა, რომლის რეჟისორი, პროდიუსერი, ერთ-ერთი სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელია ორსონ უელსი (ორსონ უელსი, უელესი (ინგლ. Orson Welles; დ. 6 მაისი, 1915კენოშა, ვისკონსინი– გ. 10 ოქტომბერი1985) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი.

შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო დუბლინში 1931 წელს, როგორც თეატრის მსახიობმა. უელსის პირველი ფილმი „მოქალაქე კეინი“ (უელსისა და ჯ. მანკიევიჩის სცენარი, 1941) ამერიკული კინოსა და მსოფლიო კინოხელოვნების განვითარების მოვლენად იქცე (მთავარ როლს ასრულებდა უელსი). ამ ფილმისთვის უელსმა მიიღო ოსკარი კატეგორიაში საუკეთესო ორიგინალური სცენარი.

1955 წლეს გადაღებულ ფილმში მისტერ არკადინი უელსმა შეასრულა მთავარი როლი ბატონი არკადინისა, რომელიც ფილმის სცენარის მიხედვით ქართველია. 1970 წელს მან მიიღო საპატიო ოსკარი).  სურათი იყო უელსის სარეჟისორო დებიუტი და დაიმსახურა 9 ნომინაცია ოსკარზე. მათ შორის გაიმარჯვა მხოლოდ ორიგინალური სცენარის ნომინაციაში. მას ხშირად მიიჩნევენ ყველა დროის საუკეთესო ფილმად.

სურათი მოგვითხრობს ჩარლზ ფოსტერ კეინის (ორსონ უელსი) ცხოვრების შესახებ, რომელსაც ჟურნალისტი ჯერი ტომფსონი (უილიამ ალანდი) იკვლევს. ტომფსონი ცდილობს, რომ გაარკვიოს თუ რას ნიშნავს კეინის უკანასკნელი სიტყვა: „ვარდის კოკორი“. პერსონაჟი დაფუძნებულია ამერიკელ გაზეთის მაგნატ უილიამ რანდოლფ ჰერსტსა და თავად ორსონ უელსის ცხოვრებაზე. ფილმის გამოსვლის შემდეგ, ჰერსტმა აკრძალა მისი ხსენება საკუთარ გაზეთებში.

თეატრში წარმატებისა და 1938 წლის რადიო გადაცემის „სამყაროთა ომების“ შემდეგ, ორსონ უელესმა კონტრაქტი გააფორმა RKO Pictures-თან 1939 წელს. მიუხედავად იმისა, რომ უელსი გამოუცდელი რეჟისორი იყო, მას მისცეს სრული თავისუფლება მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის შერჩევასა და სიუჟეტის განვითარებაში. ორი დაწუნებული პროექტის შემდეგ, მან ჰერმან მანკევიცთან ერთად დაწერა „მოქალაქე კეინის“ სცენარი. ფილმის გადაღებები 1940 წელს მიმდინარეობდა, ამერიკული პრემიერა კი 1941 წელს შედგა.

იმის მიუხედავად, რომ კრიტიკოსებმა ის მოიწონეს, „მოქალაქე კეინმა“ ვერ შეძლო ამოექაჩა თავისი ბიუჯეტი. Rotten Tomatoes-ის მიხედვით შეფასებათა 100% დადებითია. მათ შორის ბევრი თანხმდება, რომ ის ყველა დროის საუკეთესო მხატვრული ფილმია. AFI-მ ის მეოცე საუკუნის საუკეთესო ფილმად აღიარა.

ყველა დამწყები და უფულო რეჟისორი დღემდე ოცნებობს გახდეს მეორე ორსონ უელსი, რადგან მან პირველივე მცდელობაზე შეძლო შეექმნა ფილმი, რომელიც ყველა კრიტიკოსმა ერთხმად საუკეთესო ფილმად აღიარა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge