გვიხარია, რომ საბოლოოდ, საქართველომ მაინც გაიმარჯვა

გვიხარია, რომ საბოლოოდ, საქართველომ მაინც გაიმარჯვა

25.02.2016

„საყვარელო მამა, მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთ პოზიციიდან ნახევარ ვერსზე ვართ, მეორისგან - 5 თუ 7-ზე. ძალიან სცხებენ ჩვენები. ყველანი ძალიან მადლიერნი არიან ჩემით. ცოტა თხილი და რამე ტკბილი გამომიგზავნეთ, თუ რასაკვირველია შესაძლებელია. თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს.
შენი მარო.
...ისე არა სცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!“

ამ სევდიან დღეს ვიხსენებთ მარო მაყაშვილის გაუტეხელ და იმედიან სიტყვებს და გვიხარია, რომ საბოლოოდ, საქართველომ მაინც გაიმარჯვა. აშშ ამაყობს, რომ საქართველოს მოკავშირეა და განაგრძობს სუვერენული და თავისუფალი ქვეყნის მხარდაჭერას.

On a somber day we remember Maro Makashvili’s words of defiant hope and we celebrate that, in the end, Georgia did win. The U.S. is proud to partner with Georgia to continue supporting a nation that is sovereign and free.

US Embassy Tbilisi, Georgia

Palimfsesti.ge:  რუსეთის წითელი, მე-11 არმიის ჯარისკაცები  ჩვენს ქვეყანაში 11 თებერვალს შემოიჭრნენ. მათ ქართულმა ჯარმა, იუნკერებმა, სახალხო გვარდიამ და მოხალისეებმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს. ბრძოლები თბილისის მისადგომებთან, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.

რუსეთის მე-11 არმიასთან საბრძოლველად არაერთი ქართველი სტუდენტი იყო წასული, მათ შორის პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილი. გოგონა 1921 წლის 23 თებერვალს თბილისის მისადგომებთან ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში და დაიღუპა.  სამახსოვროდ კი ეს წერილი დაგვიტოვა...

P.S.1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაეცა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი დამყარდა. ქართველი იუნკრების, ჯარისკაცების გვამებზე ბოლშევიკებმა გადაიარეს და თბილისის თავზე წითელი დროშა ააფრიალეს.  კოჯრის მახლობლად გმირულად დაღუპული იუნკერები, რომლებმაც რუსეთის მე-11 არმიას არაერთხელ დაახევინეს უკან, საბოლოოდ კი, ფაქტიურად თავი შეაკლეს, დიდი პატივით დაკრძალეს იმ ეკლესიის ეზოში, რომლის ადგილას, ამჟამად, საქართველოს პარლამენტის შენობა დგას. (ეკლესია კომუნისტებმა 1930 წელს დაანგრიეს)  (N.J.)ჰერალდიკის საბჭოში მარო მაყაშვილის სახელობის მედალი შეიქმნა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge