სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოში

სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოში

27.02.2016

დებატებზე „სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოში,“ რომელსაც მოდერაცია  საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გაუწია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა,  განხილული იქნა რელიგიის როლი სეკულარულ სახელმწიფოში და სეკულარიზმის პრობლემატიკა საქართველოში.
 რელიგიის თავისუფლებლების კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოში რელიგიური წარმომადგენლების თანაცხოვრების ისტორიული გამოცდილებისა და ტოლერანტობის თანამედროვე გამოწვევების საკითხებს.

დებატებზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი მაია კვირიკაშვილი (რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების თემა), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფიის დოქტორი გიგა ზედანია (სეკულარიზმის გამომწვევი მიზეზების მიმოხილვა),  ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი თამთა მიქელაძე (რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების თემა). რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა არჩილ მეტრეველმა  დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს მანდატი განუმარტა.  აღნიშნა, რომ უწყება მხოლოდ რეკომენდაციის გამცემი ორგანოა. ასევე ისაუბრა სააგენტოს მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო შეხვედრებზე.

დებატებს ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა.

P.S. სახალხო დამცველის ორგანიზებითა და ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის გაძლიერება“  მხარდაჭერით  ადამიანის უფლებების სფეროში აქტუალურ საკითხებზე დებატები ყოველი თვის ბოლო პარასკევს გაიმართება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge