ჩემი ზებრა

ჩემი ზებრა

08.03.2016

ჩემი ზებრა

5 მთლიანი კვერცხი და 2 ჩ.ჭ. შაქრის ფხვნილი ავთქვიფოთ, დავამატოთ დარბილებული 200 გრამი კარაქი, 1 ჩ.ჭ. არაჟანი, რომელშიც შეზავებული იქნება 1 ს.კ. ძმრიანი სოდა, ვანილი, ფქვილი იმდენი, რომ მივიღოთ არაჟნის სისქის ცომი.  მიღებული მასის ნახევარს შევაზილოთ 2 ს. კ. კაკაოს ფხვნილი. სასურველი ფორმის ყალიბს წავუსვათ კარაქი და მონაცვლეობით დავასხათ ჯერ თეთრი, შემდეგ კი ყავისფერი ცომი. ყალიბი შევდგათ  ღუმელში გამოსაცხობად. გამოცხობის შემდეგ უმალვე გადავიღოთ ლანგარზე და ზემოდან დავასხათ შოკოლადის ცხელი  მინანქარი (გლაზური). By:N.J.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge