განათლების საერთაშორისო გამოფენა

განათლების საერთაშორისო გამოფენა

01.04.2016

სტიპენდიები და სტაჟირება ამერიკასა და ევროპაში - "განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი 2016"

საგანმანათლებლო-საკონსულტაციო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge გეპატიჟებათ „განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი 2016“- ზე, 17 აპრილს, კვირა დღეს, მხოლოდ ერთი დღით.

ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ამერიკასა და ევროპაში სწავლით, სტიპენდიებით ან სტაჟირების შესაძლებლობებით, გეძლევათ უნიკალური შანსი, პირისპირ გაესაუბროთ ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების და საგანმანათლებლო სააგენტოების წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. 

მისამართი: სასტუმრო Holiday Inn Tbilisi - 26 მაისის მოედანი N1, თბილისი 0171 (სპორტის სასახლის გადასწვრივ). 

დრო: 12:00-დან 18:00 საათამდე

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე:http://goo.gl/TI1g1A



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge