რეტრიტი სვანეთში

რეტრიტი სვანეთში

14.07.2016

რეტრიტი (Retreat) ინგლისური სიტყვაა და  საერთაშორისო პრაქტიკაში შემოვიდა, როგორც  სულიერების სფეროს აღმდგენი მედიტაციის აღმნიშვნელი სიტყვა. რეტრიტს მიმართევენ როგორც ცალკეული ადამიანები, ასევე კოლექტიური ჯგუფები. რეტრიტის შეკრებები მეტწილად ტარდება ქალაქგარეთ, მთებში ან ცივილიზაციას მოწყვეტილ ადგილებში. ზოგიერთ რეტრიტს თან ახლავს დუმილი, ზოგიერთში კი აუცილებელია მონაწილეთა კომუნიკაცია. მაგალითად, ტიბეტელი ბუდისტები ბნელი რეტრიტის მიმდევრები არიან, ანუ, ისინი სულიერი სიმშვიდის მოპოვებას სიბნელეში განმარტოებით ცდილობენ. სუფისტები რეტრიტს საკუთარ თავში მოგზაურობას უწოდებენ. რეტრიტი პოპულარულია პროტესტანტულ, ანგლიკანურ და კათოლიკურ ეკლესიებშიც.  ცნება retreat  შესულია საერთაშორისო პოლიტიკურ ლექსიკონშიც და ნიშნავს დიდი საერთაშორისო შეხვედრების დროს პოლიტიკოსთა ვიწრო ჯგუფის განმარტოებას კონფიდეციალურობის მიზნით და დიალოგს.

ეს ფოტო, რომელსაც დიდი ინტერნეტგამოხმაურება მოჰყვა, თურმე, სვანეთში მცხოვრებმა და სასტუმრო „კახუჩელას“ მფლობელმა ქსენია ფარჯიანმა გააზიარა, ვინმე ნასტიას ინსტაგრამიდან, რომელიც, სავარაუდოდ, არის რეტრიტის პროგრამაში მონაწილე 7 ქვეყნის მოქალაქეებისგან შემდგარი საერთაშორისო ჯგუფის ერთ-ერთი რუსი მონაწილე. ფოტო  გადაღებულია სასტუმრო „კახუჩელა“-დან 25 კილომეტრზე მთებში.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge