რიოში სტადიონის გასაღები დაეკარგათ

რიოში სტადიონის გასაღები დაეკარგათ

09.08.2016

რიოს სტადიონი ენჯენიანის 2 შესასვლელი კარიდან, ერთ-ერთის, კონკრეტულად კი აღმოსავლეთის გასაღები სადღაც უკვალოდ გაქრა. სწორედ ამიტომ, დილით, სტადიონზე მისული მაყურებელთა არმია 2 საათი რიგში იდგა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რიოელები გასაღებს კი ეძებდნენ, მაგრამ ვერსად რომ ვერ იპოვეს, იძულებულები გახდნენ ბოქლომი გაეტეხათ. ამისათვის, სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს დაუძახეს, მათ კი - ეს საქმე რამდენიმე წამში მოაგვარეს. ინციდენტი ამით კი ამოიწურა, მაგრამ ოლიმპიადის ისტორიაში ჩაიწერა როგორც პატარა ჩეპე. ინფორმაცია ამის შესახებ "ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტმა ჯ.კარნეირომ გაავრცელა.
რიოს ოლიმპიური თამაშები პირველია სამხრეთ ამერიკაში და მეორეა ლათინურ ამერიკაში (მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადის შემდეგ).საფეხბურთო ტურნირი რიოს გარდა ქვეყნის კიდევ ოთხ ქალაქში: ბელუ-ორიზონტიში, ბრაზილიაში, სალვადორესა და სან-პაულუში იმართება.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge