იამაიკელი სპორტსმენის უჩვეულო პრესკონფერენცია

იამაიკელი სპორტსმენის უჩვეულო პრესკონფერენცია

09.08.2016

იამაიკელმა სპორტსმენმა უსეინ ბოლტმა რიო-დე-ჟანეიროში არასტანდარტული პრესკონფერენცია გამართა. სცენაზე ბრაზილიელი გოგონები გამოჩდნენ და იცეკვეს სამბა. მათთან ერთად, იცეკვა თავად სპორტსმენმაც. მხოლოდ ამის შემდეგ გაიმართა პრესკონფერენცია, მაგრამ, მაინც ვერ ჩაიარა სრული სერიოზულობით, რადგან ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, ნაცვლად იმისა, რომ კითხვა დაესვა სპორტსმენისათვის, შემდეგი შინაარსის რეპი უმღერა: "მე არ მაქვს დამატებითი შეკითხვები, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარხარ! ჩემი საყვარელი სპორტსმენი ხარ და უნდა მოიგო". იამაიკელ სპორტსმენს იმდენად მოეწონა ჟურნალისტის გარეპილი ტექსტი, რომ კამერა ჩართო და განმეორება სთხოვა.
 


ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge