ბებერი პარიზული მოდის ქართველი დიზაინერი

ბებერი პარიზული მოდის ქართველი დიზაინერი

11.11.2016

პარიზში მოღვაწე ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Demna Gvasalia  პირველადი განათლებით იურისტია. ამჟამად პარიზში  Balenciaga-ს მოდის სახლის ხელმძღვანელია. მუშაობდა Louis Vuitton და Marc Jacobs-ის კომპანიებში. მასზე ამბობენ რომ ის გახდა პარიზული მოდის ახალი მიმართულების დამფუძნებელი. მის ტალანტს აფასებენ და მოსწონთ ისეთ ვარსკვლავებს როგორებიც არიან: ჯარედ ლეტო, რიანა და  კანიე ვესტი. გვასალია 34 წლისაა და ფიქრობს, რომ პარიზული მოდა ცოტათი დაბერდა.  ამიტომ  ცდილობს, რაღაც ახალი შეიტანოს მასში და არატრივიალური გახადოს. ბოლო 4 სეზონია რაც ქართველი დიზაინერის შემოქმედებას სახელწოდებით Vetements სიხარული და ენერგია შეაქვს პარიზული მოდის სამყაროში. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge