რაგბისტებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს

რაგბისტებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს

19.11.2016

დღეს გაიმართა ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩი რაგბიში და საქართველოს ნაკრებმა სამოას ნაკრები დაამარცხა. ქართველებმა თამაშის დროს თავი ძალიან კარგად დაიცვეს, თუმცა გარკვეულ მომენტებში ბურთის შენარჩუნება უჭირდათ. შემდეგი მატჩი შოტლანდიასთან აქვს. შოტლანდია საკმაოდ ძლიერი გუნდია. ეს გუნდი მუდმივად ათეულშია. მათ ავსტრალიელებთან ბრწყინვალედ ითამაშეს, აქედან გამომდინარე ქართველებს რთული მატჩი ელით. ქართველი რაგბისტები, უკვე ხვალიდან მესამე ტესტ-მატჩისთვის, ანუ შოტლანდიასთან გასამართი მატჩისთვის მოემზადებიან.

სამოას მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალამა იერემიამ საქართველოსთან დღეს განცდილი მარცხის მიუხედავად საქართველოს ნაკრებს მიულოცა დღევანდელი გამარჯვება, საკუთარი მორაგბეებით კი ამაყობს, რადგან მათ მოსაგებად ცდა არ დაუკლიათ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა  „ბორჯღალოსნებს“ სამოასთან დღეს მოპოვებული გამარჯვება  და შოტლანდიასთან რთული მატჩისთვის მზადების პროცესის დასაწყისი მიულოცა. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge