ფრანსისკო გოიას "წმინდა ბარბარე"

ფრანსისკო გოიას "წმინდა ბარბარე"

18.12.2016

უდიდესი ესპანელი მხატვარი და ნოვატორი ფრანსისკო გოია 1746 წლის 30 მარტს დაიბადა. ის 13 წლის იყო, როცა  მხატვრის სახელოსნოში მიაბარეს. 3-წლიანი სწავლის შემდეგ სოფლის ეკლესია მოხატა. 19 წლის გოიამ იტალიაში პარმის სამხატვრო აკადემიის პრემია მიიღო, შედეგად კი - ესპანეთის სამეფო მანუფაქტურამ შპალერის დასურათება შეუკვეთა. შპალერისთვის შექმნილმა ნახატებმა მისი ცნობადობა გაზარდა. შედეგად, ახალგაზრდა მხატვარს ჯერ მეფის პორტრეტი შეუკვეთეს, მერე კი სასახლის მხატვარი გახდა. მან  მადრიდის სან-ანტონიო დე ლა ფლორიდას ეკლესია მოხატა. გოიას ფუნჯს ეკუთვნის  აკადემიურ სტილში შესრულებული „ჯვარცმა“ და „წმინდა ბარბარა“.  გარდა რელიგიური სცენებისა მან შექმნა ერთი ქალბატონის პორტრეტების მთელი სერია. გოია დაქორწინებული კი იყო, მაგრამ მას ერთ-ერთი ჰერცოგის მეუღლე შეუყვარდა და ამ ქალის სახე  არაერთგან გამოსახა.  

1824 წელს მხატვარი ესპანეთიდან  საფრანგეთში , კონკრეტულად კი ბორდოში გადასახლდა. გარდაიცვალა 82 წლის ასაკში. 1828 წლის აპრილში დიდი მხატვარი მადრიდის იმ ეკლესიასი დაკრძალეს, რომელიც თავად მოხატა.

იტალიაში წმინდა ბარბარე ბავშვების გარდა მეშახტეების მფარველადაცაა მიჩნეული.  სწორედ ამიტომ, ეს ქანდაკება პიანი დეი რესინელის შახტის შესასვლელთან დგას.  

წმინდა ბარბარე ფარშევანგის ფრთით. სან ბენედეტოს ტაძარი, იტალია.ფრანსისკო გოიას "წმინდა ბარბარე".

ეს ქანდაკება იტალიაში, ალბიანოში, სან ბიაგიოს ტაძარში დგას.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge