პრინცესა კლერი

პრინცესა კლერი

22.12.2016

მასალა მოამზადა ნანა ჯანაშიამ

By Nana Janashia

გერმანელმა კლერ ლადემახერმა ლუქსემბურგის პრინცი ფელიქსი შვეიცარიაში ალპინ ბო-სოლეის საერთაშორისო კოლეჯში სწავლსას გაიცნო. 2003-ში გოგონა პარიზში გაემგზავრა და იქ ჩააბარა ამერიკულ უნივერსიტეტში. ამერიკისადმი სიმპატია მას ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში გაუჩნდა, როდესაც მშობლებთან ერთად ატლანტაში 4 წელი იცხოვრა. პარიზში ბაკალავრის დიპლომის აღებისთანავე, კვლავ ამერიკას მიაშურა და ნიუ იორკში  Condé Nast-ის გამომცემლობაში დაიწყო მუშაობა. იქ ყოფნისას ბიოეთიკით დაინტერესდა და იტალიაში რომის   Pontifical Athenaeum Regina -ს კათოლიკურ ინსტიტუტში ჩააბარა, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა. სწავლასთან ერთად  კლერი მუშაობდა იუნესკოში ბიოეთიკისა და ადამიანის უფლებების განყოფილებაში. 2012 წელს კი სადისერტაციო თემად აიღო ორგანოების დონორობის პრობლემის ბიოეთიკური შეფასება ავსტრიის, გერმანიისა და შეერთებული შტატების მაგალითზე. მისი შემდეგი კარიერული საფეხური 2012 წლის შემოდგომა იყო - სტაჟირება კენედის სახელობის ეთიკის ინსტიტუტში. ლუქსემბურგის პრინც ფელიქსს, რომელსაც 2013-ში ცოლად გაჰყვა - დროდადრო ხვდებოდა. მათი ერთად ყოფნა მედიამ 2012 წლის სექტემბერში ვაშინგტონში დააფიქსირა ავსტრიის ერცჰერცოგის ქორწილში. კლერმა ენებიდან მშობლიური გერმანულის გარდა იცის ინგლისური, ფრანგული და იტალიური და არის ძალიან მდიდარი ოჯახის შვილი. მამამისი  LHS Telekommunikation-ის დამფუძნებელია, ასევე სასახლეების მფლობელი ხორვატიაში და პრესტიჟულ ფრანგულ კურორტ სენ-ტროპეში. კლერის ოჯახის ქონება 600 მილიონ ევროდაა შეფასებული. პრინცესა კლერი ახლა უკვე პატარა გოგონა ამალიას დედაცაა. გატაცებულია ფოტოგრაფიითა და მოგზაურობით, ასევე სათხილამურო სპორტით.ფოტო და ვიდეომასალა აღებულია ინტერნეტიდან.

წყვილის გაცნობის ადგილი - შვეიცარია, ალპინ ბო-სოლეის საერთაშორისო კოლეჯი. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge