თევზი წყალში არ დაფასდება

თევზი წყალში არ დაფასდება

11.01.2017

ქართული ანდაზები

ზოგი კაცი ჩრდილსა ჰგავს — მხოლოდ მზიან დღეში ამოგიდგება გვერდში.

თევზი წყალში არ დაფასდება.

თივაში ცეცხლი არ დიამალება.

შურიანი კაცი სიკვდილს გადაარჩინეს და გადამრჩენის გამბედაობაც შეშურდაო.

სიტყვის გატეხვა მირთმეული ძღვნის მოპარვაა.

ყბედი ვინ მოღალა და  მუნჯმაო.

ყველა საქმე ძნელია, თუ გაკეთება გეზარებაო.

თვალი თვალს რომ დაშორდება, გულიც გადასხვაფერდება.

გეშინოდეს მისი, ვისაც შენი ეშინია.

ზრდილობას ბაზარზე ვერ იყიდი.

შურიანები კვდებიან, შური კი რჩება.

ბედნიერება სამჯერ მოგიკაკუნებს კარებზე და თუ არცერთხელ არ გაუღე - სხვასთან წავა.

დღეს ვინც წინაა, ის ხვალ იქნება უკან.

ადამიანი რჯულს უფრო უღალატებს -  ვიდრე ჩვევას...  ანუ ჩვევა რჯულზე უმტკიცესია!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge