საბინა ჭანტურია სტუმრად ტელეკომპანია იბერიაში

საბინა ჭანტურია სტუმრად ტელეკომპანია იბერიაში

09.05.2017

დღეს, 9 მაისს, ტელეკომპანია იბერიამ  გადაცემაში 3-დან 5-მდე  (წამყვანები: ნინო შავგულიძე და თემო საჯაია) სტუმრად მიიწვია შვედეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი და მომღერალი საბინა ჭანტურია. საბინამ პირდაპირ ეთერში შეასრულა ორი სიმღერა და ისაუბრა საკუთარ მუსიკალურ გზაზე,  ქართულ-შვედურ  ოჯახზე, რომელშიც გაიზარდა; გაიხსენა, რომ საქართველოში პირველად 12 წლის ასაკში ჩამოვიდა და იმ დღიდან მოყოლებული სულ ენატრება აქაურობა. აღნიშნა, რომ მუსიკალური სმენით და ხმით ქართველ ბებიას დაემსგავსა.

საბინამ ისაუბრა იმ კონცერტებზე, რომლებიც საქართველოში აქვს ჩატარებული და სამომავლო გეგმებზე - როგორც შვედეთში, ასევე საქართველოში.  

მიუხედავად იმისა, რომ საბინასთვის ქართული არ არის მშობლიური ენა, კეთილგანწყობილი ტელეწამყვანების ნინოს და თემოს დამსახურებით გადაცემამ საინტერესოდ ჩაიარა. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge