2017 წლის ყველაზე წარმატებული მე-12 კლასელი

2017 წლის ყველაზე წარმატებული მე-12 კლასელი

02.06.2017

კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი მერი კავთელიშვილი მსოფლიოს ოთხმა წამყვანმა უნივერსიტეტმა: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University მიიღო და თითოეულმა საშუალოდ 250 000$ დაფინანსება მისცა.

 

მერიმ სწავლის გასაგრძელებლად University of Pennsylvania ამოირჩია, რომელიც Ivy League-ს წევრი უნივერსიტეტია; Ivy League-ში ამერიკის რვა ყველაზე პრესტიჟული და რჩეული  უნივერსიტეტი შედის, როგორიც არის ჰარვარდი, პრინსტონი, იეილი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, კორნელი, ბრაუნი და დარტმუსი. University of Pennsylvania ბენჯამინ ფრანკლინმა დაარსა და სიძველით მეოთხე უნივერსიტეტია ამერიკაში. ყოველწლიურად პენსილვანიის უნივერსიტეტი აპლიკანტების მხოლოდ 9%-ს იღებს. U.S News & World Report ის რეიტინგში University of Pennsylvania ამერიკის შტატებში მერვე ადგილს იკავებს. ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ ისეთი გამოჩენილი ადამიანები, როგორიც არის დონალდ ტრამპი და უორენ ბაფეტი. ( ტექსტი და ფოტო: komarovi.edu.ge)



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge