იტალიის რესპუბლიკის დღე

იტალიის რესპუბლიკის დღე

02.06.2017

მეორე მსოფლიო ომს დამთავრების და იტალიაში ფაშიზმის დამხობის შემდეგ იტალიის კონსტიტუციურ რეფერენდუმზე მოქალაქეებს სთხოვეს აერჩიათ სასურველი პოლიტიკური სისტემა: მონარქიული ან რესპუბლიკური.  1946 წლის 2 ივნისს იტალისს მოსახლეობა არჩევნებზე მივიდა ( ქალები პირველად იყვნენ მაშინ არჩევნებზე) და მოსახლეობის 55%  რესპუბლიკურ მმართველობას  დაუჭირა მხარი! ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანა სამუდამოდ დაემშვიდობა მონარქიულ წყობას.  სწორედ ამიტომ ითვლება  2 ივნისი იტალიის რესპუბლიკის დაბადების დღედ.

როგორც წესი, ამ დღეს იტალიის დიდ ქალაქებში სამხედრო აღლუმები იმართება. რომში,  იმპერატორთა ფორუმების გამზირზე კოლისეუმიდან  კაპიტოლიუმის ბორცვამდე  იტალიის შეიარაღებული ძალების საზეიმო კოლონები მარშირებენ. რომის ცენტრის თავზე კი სამხედრო ავიატორები  ცას იტალიის დროშის ფერებში მტვერავენ ... (By N.J.)



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge