ვიცოდეთ ვინაა ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა

ვიცოდეთ ვინაა ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა

03.06.2017

გაერო-ს გენერალური ასამბლეა რეზოლუციას:  „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" 2008 წლიდან ღებულობს. ამჯერად, 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო მან საქართველოს მიერ ინიცირებული ეს რეზოლუცია,  რითაც განამტკიცა დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება. დოკუმენტს მხარი 80-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 61-მა კი თავი შეიკავა.

ნიკა რურუა : 14 ქვეყანა, რომელიც გაეროში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დევნილების დაბრუნების შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა:

ბელარუსი, ბურუნდი, სომხეთი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, რუსეთი, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.

ვიცოდეთ, ვინაა ჩვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა.

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge