თეთრი სახლის ლამაზ დიასახლისზე, ინგლის-საფრანგეთის არჩევნებზე და სხვაზე

თეთრი სახლის ლამაზ დიასახლისზე, ინგლის-საფრანგეთის არჩევნებზე და სხვაზე

13.06.2017

1. ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და ალქაიდას დახმარებას ყატარის ხელისუფლება კი უარყოფს, მაგრამ საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა და იემენმა ყატართან მაინც გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები.
2. აშშ-ის პრეზიდენტსაც მიაჩნია, რომ ყატარი ტერორიზს აფინანსებს, თუმცა, თვლის, რომ ამ საქმეში მარტო არ არის და ექსტრემისტულ დაჯგუფებებს სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან. 
3. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 18 ივნისს გაიმართება.
პირველ ტურში კი ემანუელ მაკრონის პოლიტიკურმა მოძრაობამ და მისმა მოკავშირე "დემოკრატიულმა მოძრაობამ" ამომრჩეველთა ხმების 32.3 % მიიღო.
რაც იმას ნიშნავს, რომ მაკრონის მოძრაობა 445 მანდატს მიიღებს.
ამომრჩეველთა აქტივობამ კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით 9%-ით იკლო.
4. 8 ივნისს დიდ ბრიტანეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, პირველ ადგილზე ხმების 48.8 % -ით კონსერვატიული პარტია გავიდა, მეორე ადგილზე კი ხმების  40.2 % -ით ლეიბორისტული.
5. 11 ივნისს, ტრამპის ცოლ-შვილი საცხოვრებლად თეთრ სახლში გადავიდა. თეთრი სახლის ახალი და  ლამაზი დიასახლისი მელანია ტრამპი იმედოვნებს, რომ იქ ცხოვრება მისთვის საინტერესოდ წარიმართება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge