ბარბი-ბარბარეს დღეობა

ბარბი-ბარბარეს დღეობა

28.10.2017

ცისფერთვალება ბათუმში ცისფერთვალება ბარბარე მამუჭაძე ცხოვრობს. ის დღეს 3 წლის გახდა და ულამაზესი კაბა, რომელიც გუშინ ნინო დეიდამ აჩუქა, ამ დილით ბებომ - ქალბატონმა ნუნუ დიასამიძემ დიდი მოწიწებით ჩააცვა. როგორც კი სარკეში ჩაიხედა ბარბარემ, დაასკვნა: მე უკვე დიდი გოგო ვარო! მთელი ოჯახი დასტრიალებს თავს ბარბი-ბარბარეს.  დილიდან არ გაჩერებულა ტელეფონი. პირველად ბიძაშვილმა თამარ მამუჭაძემ მოულოცა დაბადების დღე იუბილარს, შემდეგ რუსუდან მამიდამ და ანა თალაკვაძემ. მამიკო ნურიმ პრინცესას ფეხსაცმელები და ტანსაცმელი მიართვა, უგემრიელესი ტორტი აჩუქა ბიძამ - თამაზ მამუჭაძემ. ეს ტორტი ბარბარემ საბავშვო ბაღში წაიღო მძღოლის დახმარებით. აი, ასეთი ლამაზი დღეა დღეს ბათუმში.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge