ფრაგმენტები RUCARR-ის რიგით მეორე კონფერენციიდან

ფრაგმენტები RUCARR-ის რიგით მეორე კონფერენციიდან

24.11.2017

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

მალმოს უნივერსიტეტის პროფესორების კარინა ვამლინგის და ბო პეტერსონის მიერ დაფუძნებულ RUCARR-ის პროგრამით, 22-23 ნოემბერს ჩატარებულ რიგით მეორე კონფერენციაზე განხილული იქნა ისეთი თემები როგორებიცაა ნაციონალიზმი და მეხსიერება, პოსტსაბჭოთა მოვლენების თეორიული და მეთოდოლოგიური პერსპექტივები, ნაციონალიზმის და პატრიოტიზმის დასაბუთებული კვლევები რუკარის ქვეყნებში, ეთნიკურობა და ნაციონალიზმი კავკასიის რეგიონში და ლოკალური პერსპექტივები კონფლიქტების მოგვარების საკითხში, კავკასიის რეგიონის სტრატეგიული პერსპექტივები და პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობა. საინტერესო ის გახლავთ, რომ ამ საკითხებით დაინტერესებული აღმოჩნდა მსოფლიოს არაერთი უნივერსიტეტის მკვლევარი, კერძოდ კი ორჰუსის (დანია), ცურიხის, გოტენბურგის, ტარტუს, ლუნდის, კოპენჰაგენის, ანკარის შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, პერმისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტები, ამსტერდამის, რედბოდის უნივერსიტეტი ნეიმეგენი, (ნიდერლანდები), ტამპერეს (ფინეთი),ვარშავის, ჯორჯ ვაშინგტონის (აშშ), ლაიბნიცის უნივერსიტეტები, აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის კარელიის ინსტიტუტი. ეს შთამბეჭდავი ჩამონათვალი გვიჩვენებს იმას, თუ მკვლევარებისთვის რამდენად საინტერესო რეგიონში ვცხოვრობთ. საქართველოდან წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

                      რუსეთისა და კავკასიის რეგიონული კვლევის პლატფორმა (RUCARR)
RUCARR -ის ძირითად ინტერესს წარმოადგენს კავკასია და რუსეთის გეოგრაფიული არეალი. აღნიშნული პლატფორმა ერთგვარი ინტელექტულური ცენტრია მალმოს უნივერსიტეტის (შვედეთი) კულტურისა და საზოგადოების ფაკულტეტის მკვლევართათვის, რომლებიც რუსეთისა და კავკასიის რეგიონის ექსპერტული ცოდნით არიან აღჭურვილნი. RUCARR-ის მკვლევარებს გააჩნიათ ხანგრძლივი გამოცდილება რაც მოიცავს: რეგიონის მასშტაბით წარმოებულ საველე კვლევებს, ადგილობრივი კულტურის, რუსული და კავკასიური ენების საფუძვლიანად ცოდნას, ადგილობრივ კვლევით ცენტრებთან და მკლვევარებთან მჭიდრო კავშირებს.


RUCARR ფოკუსირებულია კავკასიის რეგონის ქვეყნებსა და რუსეთს შორის, ასევე რეგიონის მეზობელ ქვეყნებთან პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების კვლევაზე. საექსპერტო-კვლევით სფეროებს შეადგენს და მხოლოდ აღნიშნულით არ შემოიფარგლება: პოლიტიკური, სოციალური, კულტურული დინამიკა და ისტორია, ნაციონალიზმი, ეთნიკური და ნაციონალური იდენტობა, უსაფრთხოების საკითხები, სამოქალაქო საზოგადოების გავითარება, ავტორიტარზმი და პოსტ-ავტორიტარიზმის გარდამავალი და გარდაქმნის ეტაპები.
RUCARR დააფუძნეს პროფესორებმა ბო პატერსონმა და კარინა ვამლინგმა, რომლებიც მრავალი წელია ერთობლივად მუშაობენ და ამჟამად წარმატებით ხელმძღვანელობენ აღნიშნულ პლატფორმას. http://wpmu.mah.se/rucarr/in-other-languages/georgian/  Photo by Elnur Aliyev

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge