დავითობას გილოცავთ!

დავითობას გილოცავთ!

08.02.2018

1121 წლის 12  აგვისტოს დიდგორის ბრძოლა მოხდა. ურიცხვ მტერს უშიშარმა დავით აღმაშენებელმა უშფოთველად და ბრძნულად დამოძღვრილი ლაშქრით მოუგო. დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ  დასაბამი მისცა საქართველოში ოქროს ხანის დასაწყისს და საქართველომ დიდი ხნით დაიმკვიდრა  კავკასიის რეგიონის უძლიერესი სახლმწიფოს სახელი.

საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წმიდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის რამოდენიმე ტაძარი მოქმედებს.  ერთ-ერთია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში არსებული ეკლესია. ეს ტაძარი 1995 წლის 5 სექტემბერს აკურთხეს. საზეიმო წირვა აღავლინა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე დანიელმა. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია. პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი მარსაგიშვილი.

წმიდა მეფის დავითის სახელობის ტაძარი მოქმედებს ასევე კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე.

წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია მოქმედებს ასევე  აშშ-ში, პენსილვანიის შტატში.

ტროპარი : წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებელისა

საკვირველება, რომელი ქმენ, უფალო, წმიდისა შენისა შორის კეთილმორწმუნისა მეფისა დავითისა, ზესთა აღხდების გონებასა სიტყვის მოქმედთასა რამეთუ ადიდე იგი სახელისათვის შენისა, ვიდრე დახსნამდე სარკინოზთა ბრწყინვალეთა მიერ ძლევათა ყოველად საკვირველთა, ხოლო შემდგომად დაზსნისა სარკინოზთასა დიდებულ ჰყავ ნიშთა მიერ საკვირველთა, რომლისა ოხითა მოეც სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge