რას სთხოვენ ქართველები მასკს?!

რას სთხოვენ ქართველები მასკს?!

08.02.2018

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

თანამედროვე ბიზნეს-ტექნოლოგიური სამყაროს ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ,  გიგანტ - კომპანიების მფლობელმა, ელექტრომანქანებისა და სარაკეტო ბიზნესის წარმოების ლიდერმა  ელონ მასკმა დღეს, 68 ქართველის მიერ ხელმოწერილი პეტიცია მიიღო. ბატონ ელონს ქართველთა ჯგუფი სთხოვს, რომ ბიზნესმენი ლ. ვასაძე მარსზე წაიყვანოს.

„Elon,

First of all congratulations on the Falcon Heavy Mission! It was an inspiring moment for all of us and we wish you success in the future.

Now, we the Georgian people have one guy called Levan Vasadze, who is a 'businessman' and spreads sexist and xenophobic messages in our country. He is most likely financed by Russia and is a huge pain in the ass. 

Today, his school announced a scholarship, for BOYS only!!! We don't want people like him around us, so please help us and send this asshole to Mars!

Thank you in advance,

The People of Georgia“

https://www.change.org/p/ქართველები-elon-musk-help-us-send-levan-vasadze-to-mars

 68 ქართველის პეტიციით როგორ უნდა შეაწუხონ  ეს დიდი ადამიანი?! რა ეშველება მის ხუთ შვილს, პირველ და მეორე მეუღლეებს?! (P.S. მეორეზე ბრიტანელ მსახიობ Talulah Riley-ზე 2012-დან 2016წწ-მდე ორჯერ იქორწინა და დაშორდა.  პირველმა კი  - კანადელმა მწერალმ Justine Wilson-მა   2000-დან 2008წწ-დე 5 ბიჭი გაუჩინა. 2016 -დან 2017წწ-მდე ხვდებოდა ამერიკელ მსახიობ Amber Heard-ს, ჯონი დეპის ყოფილ ცოლს, რომელსაც იმიტომ დაშორდა, რომ შეხვედრებისთვის დრო არ ჰქონდათ - კონფლიქტური გამოდგა მათი სამუშაო გრაფიკი.) ახლა ელონი მარტოა, ეს კი ნამდვილად არაა სახარბიელო მდგომარეობა 47 წლის წარმატებული მამაკაცისთვის. რა ეშველება მსოფლიოს, უცებ დეპრესიაში რომ ჩავარდეს,  დაწყებული საქმეები  მიატოვოს  და მხოლოდ ქართველების პეტიციით  დაკავდეს?! ასეთი რამ ადრეც ხომ მოსვლია?! ეგ არ იყო  17 წლის ასაკში, კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე რომ ჩააბარა და  ზუსტად ორი დღეში მიატოვა?!  მიზეზი?!  ინტერნეტ- ბიზნესით დავკავდიო, განაცხადა. კი ბატონო, სულ მალე ნამდვილად დააარსა კომპანია Zip-2, და კარგადაც გაყიდა წლების შემდეგ... Tesla Motors-ით და SpaceX -ითაც სახელი მოიხვეჭა, ფინანსურად  Paypal-ის (იგივეX.com, რომელიც მასკმა კომპანია Ebay-ს 1.5 მილიარდ დოლარად მიჰყიდა)  შექმნის შემდეგაც  გაძლიერდა, NASA-ს კონტრაქტორი SpaceX-ითაც ( მასკის დაარსებული ლიდერი კომპანია სარაკეტო ბიზნესში, რომელიც აწარმოებს კოსმოსურ ხომალდებსა და რაკეტებს. კომპანიის მიზანია დედამიწიდან კოსმოსში მოგზაურობა დაახლოებით ისეთი იაფი და ხელმისაწვდომი გახადოს მსურველთათვის, როგორიც ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში გამგზავრებაა დღეს wink ),  მაგრამ ახლა, როდესაც  Falcon9 რაკეტით მარსზე კოლონიზაციის მოხდენა უნდა, არ უნდა აგერიათ მისთვის გონება! ხომ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, რომ  სხვა დროა და სხვა ასაკშია კაცი... უცებ რომ თქვას - ვასაძის პროექტით დავკავდიო და დაივიწყოს სხვა ყველაფერი - ხოა შესაძლებელი?! 

მასკი შვილებთან

Amber Heard

Talulah Riley



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge