თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე

08.02.2018

2018 წლის 7-9 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. საიუბილეო ღონისძიებებში მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების და საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას

საიუბილეო დღეების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის უნივერსიტეტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმებსა და განზრახულობათა ოქმებს მოეწერება ხელი. ქართველოლოგიური ცენტრების შექმნასა და დაფინანსების საკითხებთან დაკავშირებით განზრახულობათა ოქმებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი მანანა მიქაბერიძე ოთხი ევროპული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მოაწერენ ხელს. ამავე დროს, გაფორმდება მემორანდუმები თსუ-სა და ევროპის 5 პარტნიორ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის არსებული ურთიერთობის განვითარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას, გაცვლით პროგრამებში ჩართვას ითვალისწინებს.

 
დაგეგმილია საუნივერსიტეტო დელეგაციების საზეიმო მიღება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პარლამენტსა და დედაქალაქის მერთან

იუბილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება საერთაშორისო სიმპოზიუმიუმაღლესი განათლების პერსპექტივა: წარსულის გაცოცხლება და ფიქრი მომავალზეიქნება, რომელშიც მონაწილეობას უმაღლესი განათლების ექსპერტები და ევროპული უნივერსიტეტების დელეგაციები მიიღებენ. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საპატიო დოქტორის მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართება. თსუ- საპატიო დოქტორის წოდება ევროპის და აშშ-ის 7 უნივერსიტეტის რექტორებს და 3 უნივერსიტეტის პროფესორებს მიენიჭებათ

8
თებერვალს ოფიციალურად გაიხსნება თსუ- გერბი უნივერსიტეტის ცენტრალური შენობის ფოიეში. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მთავარი საიუბილეო ცერემონია და მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავების, ფოლკლორული ანსამბლებისა და სუხიშვილების საბალეტო დასის მონაწილეობით გალა-კონცერტი გაიმართება. უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო დროშები გამოიფინა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, საქართველოს პარლამენტის შენობაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში; უნივერსიტეტის ფერებში საზეიმოდ განათდება  უნივერსიტეტის შენობის ფასადი, მშვიდობის ხიდი და თბილისის ანძა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე გამოფენა გაიმართება, მათ შორის წარმოდგენილი იქნება პირველი საუნივერსიტეტო წიგნის, უნივერსიტეტის ისტორიის და თსუ- არქელოგიური ექსპედიციების აღმოჩენების ექსპოზიციები.

თსუ- 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკმა გამორჩეული დიზაინის 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა  გამოუშვა, მალე მიმოქცევაში იქნება საიუბილეო საფოსტო მარკა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით გაიმართებაეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39- სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო.


იუნესოკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge