ემიგრაციაში დაწერილი პირველი ლექსი

ემიგრაციაში დაწერილი პირველი ლექსი

10.04.2018

ნოე ლომინაძე (ვენცელი)

ემიგრაციაში დაწერილი პირველი ლექსი

მე ვარ შორს ჩემი სახლიდან,

მინდა, რომ ცხოვრება დავიწყო ახლიდან.

ვფიქრობ ბევრს  და არ ვიცი რა მინდა,

და ამ ფიქრებში წლები გავიდა.

ვდარდობ ბევრს და ბევრსაც ვნატრობ,

თან ობლად სულ - დავდივარ მარტო.

მაგრამ ცხოვრება ხომ მრავალფერია

ზოგან ტირიან და ზოგან მღერიან...

სანამ ჩვენს მიწაზე სიმართლე არ მოვა

ვფიქრობ იქმადე არავინ ჩამოვა.

და თუ დღე დადგა და მზემაც თქვა ამოვალ

 მე თვალებს დავხუჭავ და ისე ჩამოვალ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge