ლაზერული იარაღი, თვალის ბადურა და სხვა

ლაზერული იარაღი, თვალის ბადურა და სხვა

05.05.2018

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

1. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი რუსეთს ახალი ლაზერული იარაღის გამოყენებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეებში ლაზერული სხივით თვალის ბადურის დაზიანების შემთხვევები დაფიქსირდა. მინისტრმა პირობა დადო, რომ ამ სიტუაციას საერთაშორისო დონეზე განიხილავს. 
2. დღეიდან, ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ კორეის დროზე გადავიდა. ფხენიანმა დრო 30 წუთით უკან გადასწია. ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის უზენაესი სახალხო კრების პრეზიდიუმმა მიიღო.სადემარკაციო ხაზზე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს ამ ქვეყნების ლიდერებმა და 1953 წლის შემდეგ პირველად დღეს ეწვია ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხრეთ კორეას.
3. მაისი  ზუგდიდიში ოქროს ბირჟის გაძარცვით დაიწყო.
4. გურჯაანში 3 საბავშვო ბაღი ათას-ათასი ლარით დააჯარიმეს (გაუმართავი სავენტილაციო სისტემის გამო).
5. გურიაში, ახალი კაიაკის პრიზზე კაიაკინგის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. მასში 10 ქვეყნის 70 სპორტსმენი მონაწილეობდა.
6. აშშ-მ 70-ე სახელმწიფო მდივანი აირჩია. მაიკ პომპეო ქვეყნის პირველი დიპლომატი გახდა.
7. ინდოეთს ქვიშის შტორმმა გადაუარა. 120 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაზარალდა. ქარის სიჩქარე 130კმ/სთ-ს აღწევდა.
8. ქაბულში (ავღანეთი) დღეს დილით ორი აფეთქება მოხდა. შედეგად,  29 დაიღუპა და 50 დაშავდა. დაღუპულთა შორის არიან რადიო თავისუფლების 3 კორესპონდენტი და ფრანც პრესის ერთი ფოტოგრაფი.
9. მალე, თბილისის აეროპორტში 120 ნომრიანი სასტუმრო აშენდება. გამოცხადებულია ტენდერი.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge