მადლობა საზღვარგარეთს!

მადლობა საზღვარგარეთს!

27.05.2018

მადლობა საზღვარგარეთს!

დამოუკიდებლობის 100 წლისთავი სხვადასხვა ქვეყნების პირველმა პირებმა და დიპლომატებმა საქართველოს განსხვავებული ფორმებით მიულოცეს  და  წინსვლასთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებაც  უსურვეს.

ამერიკის საელჩომ,  ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუტმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ვიდეომიმართვით გაიზიარეს ჩვენი სიხარული.. მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. ტვიტერის გვერდზე მოსალოცი განცხადებები გააკეთეს  დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ,  ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და სხვებმა.  ესტონეთისა და ლიეტუვას დედაქალაქებში ღირშესანიშნავი ძეგლები საქართველოს დროშის ფერებში გაანათეს. ქართული ჩოხით შემოსეს ბრიუსელის სიმბოლო ბიჭუნას ქანდაკება. გუგლმა  მთავარი გვერდი საქართველოს დროშითა და მთიანი პეიზაჟით გააფორმა...

P.S. მე, როგორც საქართველოს მოქალაქე,  აღფრთოვენებული ვარ გამოჩენილი ყურადრებით და გიხდით მადლობას!

პატივისცემით,

ნანა ჯანაშია



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge