ქერის ბეჭედი, მატეუშის შფოთი, გიკი გოგო და სხვები

ქერის ბეჭედი, მატეუშის შფოთი, გიკი გოგო და სხვები

29.05.2018

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

1. 31 მაისიდან - 3 ივნისამდე - "ექსპო ჯორჯიაში“ მე-6 და მე-11 პავილიონებში  თბილისის წიგნის საერთაშორისო და რიგით მეოცე ფესტივალი გაიმართება.

წლევანდელ ფესტივალში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა მიიღებს მონაწილეობას და ფესტივალის გახსნას ამ ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი დაესწრება.  საპატიო სტუმრების რანგში ფესტივალზე ჩამოვლენ ნორვეგიელი მწერალი ბერნარ ლ. მორი და გერმანიაში აღიარებული ქართველი მწერალი და დრამატურგი ნინო ხარატიშვილი.

 ასევე ჩამოდის  მსოფლიო ბესტსელერი „გიკი გოგოს“ ავტორი ბრიტანელი ჰოლი სმეილი.

ფესტივალის ოფიციალური გახსნა გაიმართება 31 მაისს, 13:00 საათზე, მე-11 პავილიონში.

2. შეყვარებულზე გაბრაზებულმა მერაია ქერიმ ცხელ გულზე მისი ნაჩუქარი 10 მილიონად შეფასებული ბეჭედი ორ მილიონად გაყიდა.

3. ლედი გაგა გუშინ, 28 მაისს დიზაინერ თამუნა ინგოროყვას კაბით დაუფიქსირებიათ.

4. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცის ცნობით  30-31 მაისს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა.

5.  "ევროპული უსაფრთხოების საწამლავი“ და ჰიბრიდული ომის იარაღი უწოდა ვარშავაში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის შეკრებაზე პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ Nord Stream 2-ის გაზსადენს, რომელიც ბალტიის ზღვის მეშვეობით ბუნებრივ აირს რუსეთიდან გერმანიას უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდებს.

6. ასადის რეჟიმმა (სირია) ოკუპირებული აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობა აღიარა.

7.   The Washington Post-ის მიხედვით ჩრდილოეთ კორეაში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, პენტაგონის წარმომადგენელი, ფილიპინებზე აშშ-ის ელჩი ჩავიდნენ და ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ახლა უკვე დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის დასაგეგმად ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები აშშ-ში   აპირებენ ჩასვლას.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge