ჰობსი, მორგენთაუ

ჰობსი, მორგენთაუ

19.06.2018

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(მომზადებული მასალა)

გერმანული წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკური მეცნიერის ჰანს  მორგენთაუს (1904-1980წწ.)  ნაშრომი „ქვეყნების პოლიტიკა: ბრძოლა ძალაუფლებისა და მშვიდობისათვის“ არის თანამედროვე ენით დაწერილი თუკიდიდეს (დ. დაახლ. ძვ. წ. 465/460/455-გ. ძვ. წ. 400/395 ბერძენი (ათენელი) ისტორიკოსი),  ნიკოლო მაკიაველის(1469-1527წწ. - რენესანსის დროინდელი იტალიელი პოლიტიკური მოაზროვნე)  და თომას ჰობსის (1588-1679 წწ. ინგლისელი ფილოსოფოსი,  „ლევიათანის“ ავტორი) იდეების გაგრძელება. მიაჩნიათ, რომ ჰანს მორგენთაუ ნეოკლასიკური რეალიზმის წარმომადგენელია, ხოლო მისი: „ქვეყნების პოლიტიკა: ბრძოლა ძალაუფლებისა და მშვიდობისათვის“ პოლიტიკური ნაშრომების მწვერვალი.

XVII საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსი, სამართლისა და სახელმწიფოს შესახებ მოძღვრების ავტორი თომას ჰობსი (1588-1679) დაიბადა მალმსბერიში. განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო . ის ხშირად მოგზაურობდა ევროპაში და მეგობრობდა გამოჩენილ მოაზროვნეებთან. მონაწილეობდა ფილოსოფიურ კამათებში. ჰობსის ძირითადი თხზულებებია: „მოქალაქის შესახებ მოძღვრების ფილოსოფიური ელემენტები“ (1642), „ლევიათანი“ (1655). ამ უკანასკნელში ჰობსი პოლიტკური სინამდვილის ბუნების ახსნას ცდილობს. ჰობსის შეხედულებები რეალიზმის ფუნდამენტადაა მიჩნეული.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge