Tbilisi Open Air Alter/Vision

Tbilisi Open Air Alter/Vision

24.06.2018

ფესტივალი Tbilisi Open Air-ი 22 ივნისს, თბილისში, Lisi Wonderland-ზე გაიხსნა და სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ჟანრის ქართველ და საერთაშორისო ვარსკვლავებს უმასპინძლა. 22-23-24 ივნისის განმავლობაში ლისი ვანდერლენდის 4 სცენაზე 70-მდე არტისტმა დაუკრა.
ფესტივალის მთავარი “ჰედლაინერები” იყვნენ ქართული ჯგუფი “კაიაკატა” და 27 წლის ბრიტანელი მუსიკოსი ტომ ოდელი. 
ტომ ოდელს განსაკუთრებული წარმატება 2012 წელს გამოშვებულმა სიმღერამ Another Love-მ მოუტანა. სიმღერას YouTube-ზე 170 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ფესტივალის Tbilisi Open Air აბონემენტების გაყიდვა 28 მარტს დაიწყო და მისი ფასი 110-დან 170 ლარამდე მერყეობდა.

Tbilisi Open Air Alter/Vision — თბილისის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია და ის  2009 წლიდან წარმატებით ტარდება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge