საჭირო სიცივე

საჭირო სიცივე

31.01.2020

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(მომზადებული მასალა)

სიცივე იწვევს სტრესს. სიცივის დროს მცირდება ორგანიზმის მდგრადობა. სიცივემ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული პროცესი. ერთ ხალხურ ლექსში კი ნათქვამია, რომ "სიცივეს კაცი მოუკლავს!"  თუმცა, სიცივეს დიდი სარგებლობის მოტანაც შეუძლია და ამაზე ქვემოთ.

სიცივის დროს ორგანიზმში ადიპონექტინის კონცენტრაცია მატულობს, ეს კი ხელს უწყობს გახდომას. (ადიპონექტინი არის ჰორმონი და  ის პასუხისმგებელია ორგნიზმში ცხიმების წვაზე.  მეცნიერების აზრით, ადამიანი უფრო სწრაფად იკლებს წონაში, თუ მის სისხლში დიდი რაოდენობითაა ადიპონექტინი. კილოგრემების დაგროვებისას ჰორმონის დონე ქვეითდება. თუმცა, თუ რაციონში ხშირად ჩავრთავთ კომბოსტოს, გოგრის თესლს და ისპანახს, მაშინ ჩვენი ორგანიზმი წონაზე პასუხისმგებელ ამ ჰორმონს  კვლავ გამოიმუშავებს.)

სიცივე ამსუბუქებს დიაბეტის სიმძიმეს, ანუ სიცივის დროს ინსულინის მიმართ მგრძნობელობა მატულობს.

თუ გვინდა გვყავდეს ჯანმრთელი ბავშვი, მას უნდა გამოვუმუშაოვოთ სიცივისადმი გამძლეობა. გასაკაჟებლად საძილე ოთახში უნდა იყოს 20 გრადუსზე დაბალი ტემპერატურა. ორი წლის ასაკიდან კი ბავშვს უნდა მივაღებინოთ 10-წამიანი კონტრასტული ცივი შხაპი.

სიცივე საშიშია, მაგრამ, იმავდროულად საჭირო! ამბობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ყარამან ფაღავა.

ჩვენ  კი დავამატებდით, რომ:  „სიცივე და გაკაჟება არგებს ხორცსა, მერმე სულსა.“

ფოტოზე: ნია, ალექსი და კატო წიკლაურები ბაკურიანში.

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge