ცოტა რამ Br Exit-ზე, ვაქცინის შქმნაზე, შვედ კლიმატისტზე და ტერონის კაბაზე

ცოტა რამ Br Exit-ზე, ვაქცინის შქმნაზე, შვედ კლიმატისტზე და ტერონის კაბაზე

31.01.2020

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

31 იანვარს, ლონდონის დროით 23:00 საათზე, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად  დატოვა. ევროკავშირის საბჭოში წევრი სახელმწიფოების დროშების რიგიდან დიდი ბრიტანეთის დროშა  ჩამოხსნეს.

"ჩემო ძვირფასო ბრიტანელო მეგობრებო, ჩვენ ვიყავით, ვართ და ყოველთვის ვიქნებით ერთი საზოგადოება. და ვერავითარი BrExit  (ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა) ვერასდროს შეცვლის ამას.“ თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკიმ. (Twitter)

გერმანიაში კორონავირუსის მეექვსე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებულთა შორის ერთი ბავშვია. დაავადებულების მდგომარეობა სტაბილურია. გერმანიის განათლების და მეცნიერებათა მინისტრმა ანია კარლიჩეკმა თქვა, რომ კორონავირუსის ვაქცინა სავარაუდოდ რამდენიმე თვეში შეიქმნება.

ვაქცინის შექმნაზე ბიოფარმაცევტული კომპანია CureVac AG და ეპიდემიისათვის მზაობის ინოვაციების კოალიცია (CEPI) მუშაობენ.

კლიმატურ მდგომარეობაზე განცხადებების ავტორი  შვედი აქტივისტი გოგონა, გრეტა თუნბერგი, სკოლაში არ დადის და ამის გამო მსოფლიო შეწუხდა.  IFOP-მა ჩაატარა კვლევა გამოკითხა ფრანგები, ამერიკელები, ბრიტანელები, გერმანელები და იტალიელები.  გამოკითხულთა 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ გოგონა მანიპულირებულია და  სკოლაში უნდა იაროს.

შარლიზ ტერონს კოსტუმების დიზაინერების გილდიის დაჯილდოებაზე [CDGA] ლუი ვიტონის ოქროსფერი კაბა ეცვა. მისთვის ამ კაბას 2,800 საათი კერავდნენ.კაბის მოსართავად 30 000-დე  დეტალი დაიხარჯა. (Vogue)

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge