შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა

10.05.2020

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან მოქმედებს. ხვალიდან, 11 მაისიდან კი დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება, თუმცა, ჯერ კიდევ ძალაში რჩება კომენდანტის საათი და ისევ დახურულია კაფე-ბარები და რესტორნები. დაკეტილია სასტუმროები და დიდი სავაჭრო ცენტრები. 11 მაისიდან გაიხსნება ყველა ის მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს.

ასევე დაშვებულია მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება და მათი რეალიზაცია ონლაინ ვაჭრობის ფორმით.

დაშვებულია სარეკრეაციო სივრცეების ფუნქციონირება.

სრულად აღდგება ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge