14 მაისი - ფრენკ სინატრას ბოლო დღე

14 მაისი - ფრენკ სინატრას ბოლო დღე

13.05.2020

ნანა ჯანაშია /Nana Janashia

იტალიელი ემიგრანტების ერთადერთი შვილი ფრენკ სინატრა ისტორიაში შევიდა როგორც მე-20 საუკუნის პოპ-მუსიკის ყველაზე გავლენიანი ფიგურა. ის ნიუ-ჯერსში დაიბადა.  დედა, რომელიც დემოკრატიული პარტიის აქტივისტი იყო, პროფესიით  ბებიაქალი გახლდათ და სახლში არალეგალურად  აკეთებდა აბორტებს. ამ საქმიანობის გამო პოლიციასთან არაერთხელ ჰქონია საქმე. ფრენკის მამა სახანძროში მუშაობდა და კაპიტნის ჩინი ჰქონდა მიღებული. ფრენკი სკოლაში ხულიგანი იყო, მაგრამ დედა მფარველობდა. საუკეთესოდ აცმევდა და საქმეებს უგვარებდა. თუმცა, საბოლოოდ მაინც გარიცხეს. სანამ სკოლაში იყო, მის გამო მშობლებს ხშირად იბარებდნენ. 8 წლიდან კლუბებში მღეროდა და ამაში წვრილ ფულს აძლევდნენ. ფრენკი  სიმღერით სერიოზულად 15 წლის ასაკიდან დაკავდა.  ჰყავდა ოთხი ცოლი და მათგან 3 შვილი დარჩა. 1938 წელს იჯდა ციხეში გათხოვილ ქალთან არშიყის გამო (კანონი ასეთ ქმედებას კრძალავდა). ფრენკი კენედის მეგობარი იყო. მის საარჩევნო კომპანიაში აქტიურად მონაწილეობდა. მან კენედის მკვლელობა საშინლად განიცადა - 3 დღე-ღამე ჩაკეტილი იყო სააბაზანოში და იქიდან  ტირილის ხმა გამოდიოდა.

ფრენკ სინატრას განსაკუთრებული ხმის გამო "მისი უდიდებულესობა ხმა"  შეარქვეს. 

გარდაიცვალა 14 მაისს, 82 წლის ასაკში, 1998 წელს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge