ისეთი

ისეთი

25.06.2020

ნანა ჯანაშია / By Nana Janashia
ისეთი
ისეთი სიძულვილი ვიცი,
მტერს რომ არ ვუსურვებ,
წლებში გაწელილი,
შთამომავლობითი
და გვირგვინივით
გარდამავალი ...
ძნელია წინ აღუდგეს
ამ გრძნობას
სულიერი,
ან სიტუაცია,
ან აღმართი
ან სულაც დაღმართი!
ისეთი სიძულვილი ვიცი
მტერს რომ არ ვუსურვებ-
გამანადგურებელი!
თქვენ თქვენი გააკეთეთ?!
მე იმას დაგიმიზნებთ,
რაშიც ვარ შეუვალი
და შეუდარებელი!
By N.J.


ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge