რბოლების სამყარო

რბოლების სამყარო

30.06.2020

გიორგი (გიო) კუხიანიძე /George Kukhianidze

კორონავირუსის პანდემიის მიზეზით, როგორც საერთაშორისო,  ისე ქართულ სპორტში სტაგნაცია იყო გამეფებული. ამ ბოლო დროს კი ცვლილებები შეინიშნება და  პანდემიის შემდგომ პერიოდში  ქართული  მოტოსპორტი პირველ ნაბიჯებს დგამს. სასიხარულოა, რომ მასში არაერთი ქართველი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლთა გამოსვლებს წლებია თვალს ვადევნებთ. ეს ფოტოები დღესაა გადაღებული. ნაწილს აქ, ნაწილს კი მასალის ბოლოს შემოგთავაზებთ.

ახლა კი, მოდით თვალი გადავავლოთ მოტორბოლების ისტორიას:

მოტოციკლებით პირველი რბოლა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში1899 წელს გაიმართა.

მოტოციკლისტთა კლუბების საერთაშორისო ფედერაცია (FIKM), 1904 წელს ჩეხეთის ქალაქ პაკოვში შეიქმნა.

სამხრეთ ამერიკაში  პირველი მოტორბოლა1907 წელს მოეწყო.

იმავე 1907 წლის 28 მაისს დილის 10 საათზე, ირლანდიის ზღვაში მდებარე დაახლოებით 500 კილომეტრიან მენის კუნძულზე  გაიმართა პირველი წრიული მოტორბოლა, რომელშიც 25 სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვება მოიპოვა ინგლისელმა მოტომრბოლელმა ჰარი რემბრანტ ფოულერმა.

1908 წელს უკვე ლონდონმა უმასპინძლა  მოტოკროსს.

იმავე 1908 წელს ნიუ-იორკმა.

 1913 წელს კი ინგლისის  ქალაქ კარლაილში, რომელიც  შოტლანდიის საზღვრიდან 16 კმ-ით არის დაშორებული, ჩატარდა ექვსდღიანი საერთაშორისო ტურნირი მოტომრავალჭიდში.

 

  1913 წელს კვლავ აშშ-მ.

1955 წელს ჩატარდა ევროპის პირველი  ჩემპიონატი, ხოლო 1957 წელს - პირველი მსოფლიო ჩემპიონატი.

სსრკ-ში ჩატარებულ შეჯიბრებში ქართველები 1956 წლიდან მონაწილეობენ. მათ კარგი შედეგები აჩვენეს, ალბათ ამიტომ, 70-იან წლებში რუსთავის მახლობლად მოტორბოლის ტრასა დააგეს. საქართველოში მოტოსპორტით  დღემდე ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. ისინი აგრძელებენ ძველ ტრადიციებს და ცდილობენ  საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებას. წარმატებები ვუსურვოთ მათ!

ფოტოებზე გიო კუხიანიძე და მეგობრები.

 

ფოტოებზე გიო კუხიანიძე და მეგობრები



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge