გიგანტური და უფაქიზესი ნოტრ-დამი

გიგანტური და უფაქიზესი ნოტრ-დამი

08.08.2020

ტექსტის ავტორი: ნანა ჯანაშია / Nana Janashia

ვიდეო: თამარ გვილავა /Video by Tamar Gvilava

ძალიან ძველი და  ლამაზი სტრასბურგი გერმანიის საზღვრიდან 3 კილომეტრში მდებარეობს. ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, ეს ქალაქი ხან გერმანიის ხელში იყო - ხანაც საფრანგეთის. სასაზღვრო მდებარეობამ განსაზღვრა ქალაქის გარეგნობაც და ხასიათიც. მასზე ამბობენ, რომ ის გერმანული სიზუსტით ცხოვრობს და ფრანგულად მომხიბვლელია. აქ არქიტექტურული შედევრების საოცარი კოლექცია გხვდება ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ქალაქის ცენტრი კუნძულზეა აშენებული და ის სტრასბურგის სხვა უბნებს ხიდებით უკავშირდება. ზოგიერთის აზრით, სტრასბურგი პატარა პარიზია, ოღონდ უფრო თბილი.

სტრასბურგის მთავარი ღირშესანიშნაობა არის არაჩვეულებრივი სილამაზის მქონე ნოტრ-დამის ტაძარი, რომელსაც საფუძველი 1015 წელს ჩაეყარა,1439 წელს კი დასრულდა. ტაძრის სიმაღლეა 142 მეტრი. მისი არქიტექტურის ნაწილი რომაულია, ნაწილი კი ევროპული გოთიკის სტილშია შესრულებული.1647 წლიდან 1874 წლამდე ნოტრ-დამი მსოფლიოს ყველაზე მაღალი ნაგებობა იყო. დღეს კი მეექვსე უმაღლესი ტაძარია მსოფლიოში.

ნოტრ-დამზე მაღალი ტაძრებია:

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი-აიგო 1874 წელს (ჰამბურგი, გერმანია). სიმაღლე 147,3 მეტრი.

რუანის ტაძარი(რუანი, საფრანგეთი .აიგო 1877 წელს.სიმაღლე 151 მეტრი.

კელნის საკათედრო ტაძარი (კელნი, გერმანია.) აშენდა 1248—1880 წლები. მისი სიმაღლეა 157,4 მეტრი.

ნორტ-დამ-დე-ლა-პეს ბაზილიკა - აიგო 1989 წელს (იამუსუკრო, კოტ-დ’ივუარი, დასავლეთ აფრიკა).სიმაღლე 158 მეტრი.

ულმის მონასტერი -1377-1890 წლებში აშენდა  (ულმი, გერმანია) და მისი სიმაღლე არის 161,5 მეტრი.

ნოტრ-დამი სიმაღლისა და გრანდიოზულობის გარდა დეკორაციებითაც იწონებს თავს. აგებულია ვარდისფერი შეფერილობის ქვიშაქვისგან. ტაძრის ზედაპირი კი ულამაზესი მაქმანის შთაბეჭდილებას ქმნის.

ვიქტორ ჰიუგომ სტრასბურგის საკათედრო ტაძარს "გიგანტური და უფაქიზესი საოცრება" უწოდა. გოეთემ კი „ღვთის ფართოდ მხრებგაშლისი ხე“

ტაძარს ზედამხედველობას "ღვთისმშობლის სახელობის ფონდი“ უწევს.(Fondation de l'Œuvre Notre-Dame).


 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge