ტოლ-სწორობის პრინციპის დარღვევის შედეგი

ტოლ-სწორობის პრინციპის დარღვევის შედეგი

03.01.2021

ტოლ-სწორობის პრინციპის დარღვევის შედეგი

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

30 წლის მოდელმა და მსახიობმა ამბერ ჰერდიმ 2016 წელს ლოს ანჯელესის სასამართლოს მიმართა მეუღლის ჯონი დეპის გამო. აღნიშნა, რომ  მისი მხრიდან  სიტყვიერ შეურაცხყოფას, ფიზიკურ ძალადობას, მტრულ და დამამცირებელ დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი. ჯონიმ უარყო ბრალდება და თქვა, რომ  მისტიფიკაცისთან და ცილისწამებასთან ჰქონდათ საქმე. მიუხედავად ამისა, სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გასცა. სულ მალე კი ეს ქორწინება ჩაიშალა. 4 წლის შემდეგ ანუ 2020-ში ყოფილი  წყვილი კვლავ გამოიძახეს სასამართლოში. ამჯერად ლონდონში, იმის გამო, რომ დეპმა უჩივლა ბრიტანულ გამოცემას The Sun, რომელმაც ერთ-ერთ სტატიაში მას „ცოლის მცემელი“(Wife beater) უწოდა. სამი კვირის განმავლობაში ყოველდღე დადიოდა ამბერი სასამართლოში და ყოველ ჯერზე ყოფილი მეუღლის იმ ფანების სიახლოვეს უწევდა გავლა, რომლებიც გაუჩერებლად სკანდირებდნენ - ჯონი, ჯონი!  მისთვის ეს ადვილი არ იყო.  ლონდონის სასამართლომ დაადგინა, რომ ნამდვილად 14-ჯერ მიაყენა ჯონიმ მეუღლეს ფიზიკური და სულიერი ტრავმა, ესროლა მობილური, გაუტეხა ცხვირი, ჩაუხია ტუჩი და ა.შ.

 არადა, ყველაფერი  ლამაზად დაიწყო...

ჯონი დეპმა  22 წლის ამბერი პირველად გადასაღებ მოედანზე ნახა. იმ დროს ჯონი მომღერალ ვანესა პარადის ბოიფრენდი იყო და მასთან 14 წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდა. გაცნობიდან 2 წლის მერე ანუ 2011 წელს ამბერი საცხოვრებლად გადავიდა თავისზე 23 წლით უფროსი ჯონი დეპის პენტჰაუსში, ლოს ანჯელესში. 2015 წლის თებერვალში  დაქორწინდნენ, წელიწადსა და 3 თვეში კი გაშორდნენ. ბევრი რამ დაიწერა მათზე, მაგრამ ჯონს რეპუტაცია ყველაზე მეტად მაშინ შეელახა, როდესაც „ცოლის მცემელის” იარლიყი მიაწება გაზეთმა The Sun“. რეპუტაციის აღდგენის მიზნით მან  ამ გაზეთის წინააღმდეგ აღძრა საქმე. გაზეთის უკან კი იდგა  News Group Newspapers, რომელმაც ამ საქმის მოსაგებად  მოიპოვა და გამოიყენა ტექსტური შეტყობინებები, იმ ლიფტების ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ოდესმე შესულა ჯონი. გაშიფრულ იქნა მისი ყველა ძველი და ახალი კონტაქტი... მოკლედ, მიკროსკოპში გატარეს დეპის ცხოვრება და საქმე პირწმინდად წააგებინეს! და ეს მოხდა 2020-ში. ამითაც დაამახსოვრა თავი მან მსოფლიოს! ჯონი დეპი სერიოზულად დაზარალდა, რადგან ამერიკული და ავსტრალიური Netflix-დან მისი ფილმები ამოიღეს. „ფანტასტიკურ მხეცებში“ კი მან  გრინდელვალდის როლი დაკარგა.

P.S. ტოლ-სწორობის პრინციპის დარღვევის შედეგია ეს, ანუ იმ 23 წლიანი ასაკობრივი სხვაობის!

საინტერესოა, რა მოხდება 2021-ში და კიდევ ვისი ცხოვრება გამოეფინება სამზეოზე?! 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge