ცოტა რამ ბირკსზე

ცოტა რამ ბირკსზე

14.01.2021

ნანა ჯანაშია / Nana Janashia

(მომზადებული მასალა)

კანადური საიუველირო კომპანიის ბირკსის ნაკეთობებს მეტწილად სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და ვარსკვლავები  ყიდულობენ.  მეგან მერკლიც ერთ-ერთი მათგანია. ამ კომპანიის დამაარსებელია ჰენრი ბირკსი.

ის, იმ ინგლისელი ემიგრანტების შვილია, რომლებიც 1832 წელს იორკშირიდან კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად. მამა ჯონ ბირკსი ფარმაცევტი იყო. დედა ენ  მარი დიასახლისი. ჰენრის მონრეალის სკოლაში სწავლისას უკვე აინტერესებდა კომერცია და არაერთი კვლევა ჩაატარა. 1857 წელს ბირკსმა მუშაობა დაიწყო ცნობილ კანადურ საიუველირო ფირმაში, რომლის პარტნიორიც იყო 1868-1877 წლებში. 1879 წელს ბირკსმა დამოუკიდებლობა არჩია და სენ-ჟაკის ქუჩაზე მონრეალის ფინანსურ და კომერციულ ცენტრში საკუთარი მაღაზია გახსნა.

1893 წელს ჰენრი ბირკსმა თავის ფირმას შვილების სახელებიც დაუმატა (უილიამი, ჯონი და ჯერალდი) და საზოგადოების წინაშე წარსდგა როგორც ჰენრი ბირკსი და შვილები.

1894 წელს ჰენრის მაღაზია გადავიდა ფილიპსკვერზე, იმ მიზეზით, რომ ამ დროისთვის ფილიპსკვერი იყო მონრეალის კომერციული ცენტრი.

 1901 წლიდან  ბირკსის მაღაზიები  კანადის დიდ ქალაქებშიც გაიხსნა.

1879 წლიდან  დღემდე ბირკსების 5 თაობა მუაშაობდა და მუშაობს ამ კომპანიაში.

ჯერალდ ბირკსმა გარდა საიუველირო კომპანიის შექმნისა საგანმანათლებლო საქმეშიც შეიტანა თავისი წვლილი. მან,  1917 წელს ჯარისკაცებისთვის უნივერსიტეტი დაარსა (Khaki University). აი ასეთი ისტორია აქვს ბრენდს სახელწოდებით ბირკსი.

ფოტოზე: ფიფქი ქარბუქში. ბრილიანტი. ფასი 12 000 დოლარი. მფლობელი: მეგან მერკლი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge