თუ დედა გეუბნება მიყვარხარო, გადაამოწმე!

თუ დედა გეუბნება მიყვარხარო, გადაამოწმე!

10.02.2021

ნანა ჯანაშია

By Nana Janashia

თუ დედა გეუბნება მიყვარხარო, გადაამოწმე! ასე ზრდიან ნამდვილ ჟურნალისტებს დასავლეთში! ამა თუ იმ ინფორმაციის მოპოვებისას ხშირადაა ჟურნალისტი სხვებზე დამოკიდებული, ასეთ დროს კი სკეპტიკური მიდგომა მას განსაკუთრებით სჭირდება. სწორედ ამიტომ, ზემოთ მოცემული მოარული გამოთქმა ძალიან სწორად უნდა იყოს გაგებული და გამოყენებული.

ნავარაუდევი ფაქტების შემოწმებისას ჟურნალისტიკის პროფესორი დევიდ პროტესი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შემდეგ წესებს ასწავლიდა: არ ენდო ოფიციალურ პირებს ან ახალი ამბების მიმოხილვებს, რაც შეიძლება ახლოს მიდი პირველწყაროსთან, იყავი თანმიმდევრული, დაადასტურე!

ამერიკელი პროფესორი დევიდ პროტესი თავის სტუდენტებთან ერთად სიკვდილმისჯილთა საქმეებს თავიდან სწავლობდა დოკუმენტებისა და წყაროების ჯვარედინი შემოწმების სისტემატური მიდგომით. მან და მისმა სტუდენტებმა 1999 წლის 19 მარტს სიკვდილმისჯილი ენტონი პორტერი გაანთავისუფლეს. პროფესორმა პროტესმა და მისმა სტუდენტებმა ჟურნალისტური გამოძიებისას ყურადრება გაამახვილეს ამ საქმეში ეჭვმიტანილ სხვა პირზე, კერძოდ კი ალსტორ საიმონზე, რომელიც პოლიციამ მალევე მიივიწყა. პროფესორმა და მისმა სტუდენტმა ჟურნალისტებმა იპოვეს საიმონის ძმისშვილი, რომელმაც თურმე მკვლელობის ღამეს ყური მოჰკრა ბიძამისის საუბარს იმაზე, რომ ვიღაც მოკლა! ამ ინფორმაციას ჩაეჭიდანენ და სიმართლეც გაარკვიეს. განთავისუფლებულმა უდანაშაულო სიკვდილმისჯილმა ენტონი პორტერმა კი ციხიდან გამოსვლისთანავე ხელში აიტაცა  ჟურნალისტიკის პროფესორი დევიდ პროტესი და მისი სტუდენტები სათითაოდ! ეს საოცარი სიხარულის სცენა მასმედიის საშუალებით ნახა მთელმა მსოფლიომ! ამ დღიდან მოყოლებული ილინოისის შტატში მორატორიუმი დაწესდა სიკვდილით დასჯაზე.

აი, ასეთი პროფესორები ჰყავთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტებზე ამერიკელებს!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge