აუსტინ ჯერსილდი Austin Jersild

აუსტინ ჯერსილდი Austin Jersild

12.02.2021

ამერიკელი ავტორის აუსტინ ჯერსილდის „ორიენტალიზმი და იმპერია (“Orientalism and Empire: North Caucasus Mountain Peoples and the Georgian Frontier, 1845-1917)  გამოიცა 2003 წელს. ის ახლებურად აშუქებს ნაკლებად შესწავლილ კავკასიაში რუსეთის იმპერიის ყოფნის ერთ პერიოდს, კერძოდ კი 1845-1917 წწ.. ამისათვის ის შეისწავლის დაძაბულ მდგომარეობას რუსეთის საზღვარზე ნაციონალურ და იმპერიულ იდენტობებს შორის.  ოსტინ ჯერსილდს საკუთარი წვლილი შეაქვს რუსულ “ორიენტალიზმსა” და ისლამთან რუსულ შეჯახებაზე არსებულ მზარდ ლიტერატურაში.  იგი შეგვახსენებს იმპერიული საფუძვლების როლზე მეოცე საუკუნის ეთნო-ტერიტორიული საბჭოთა სახელმწიფოს წარმოქმნისას.  “ორიენტალიზმი და იმპერია” აღწერს გრძელი ომის შედეგად წარმოშობილ იმპერიული ინტეგრაციისა და ინკორპორაციის მცდელობებს. იმპერიის მშენებლობის და მზარდი იმპერიული წარმოდგენების საილუტრაციოდ, ჯერსილდი განიხილავს რელიგიას, ეთნიკურობას, არქეოლოგიას, ენების ტრანსკრიფციას, ჩვეულებით სამართალს და შამილის ბედს.  თბილისში არსებული რუსული და ქართული დოკუმენტების გამოყენებით, ის აჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო რუსებსა და ქართველებს შორის თანაზიარი კულტურული პრობლემები რეგიონში იმპერიის ფორმირებისას. წყარო:https://civil.ge/ka/archives



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge