მარიამ კვაშილავა-ჯანაშია

მარიამ კვაშილავა-ჯანაშია

13.03.2021

მარიამ კვაშილავა-ჯანაშია  საქართველოს დამსახურებული აგრონომი, დაიბადა 1934 წელს, მარტვილში. დაამთავრა მარტვილის რაიონის თამაკონის საშუალო სკოლა. 1964 წელს ქ. სოხუმში დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი.  იყო მოწინავე აგრონომი და ამ დარგის დამსახურებული სპეციალისტი. მუშაობდა თამაკონის  „შრომის დროშის“ კოლმეურნეობაში  ბრიგადირად, უბნის აგრონომად, მთავარ აგრონომად, თავჯდომარედ.  არაერთხელ იყო მიწვეული  მოსკოვში სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე (ВДНХ), როგორც სოფლის მეურნეობის დარგის ღვაწლმოსილი მუშაკი. მარიამ კვაშილავა-ჯანაშიას ინიციატივით გაშენდა ჩაის პლანტაციები, დაირგო მარადმწვანე ხეები. მოეწყო სოფლის ცენტრი. მისი შუამდგომლობით აშენდა კაპიტალური ხიდი მდინარე ტეხურზე, რომელიც შქანთის მთის მცხოვრებლებს აკავშირებდა ბართან. მარიამ კვაშილავა-ჯანაშიამ არაერთ ახალგაზრდა აგრონომს შეუწყო ხელი კარიერულ ზრდაში და წინსვლაში. ქალბატონი მარიამი ყოველთვის იდგა მშრომელი ხალხის  გვერდით,  ჭირსა თუ ლხინში იყო მათი უახლოესი მეგობარი.

მარიამ კვაშილავა-ჯანაშიას გულისხმიერება, სამართლიანობა და კეთილი საქმეები სამარადისოდ დარჩება ჩვენს გულებში.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge