ქართველი შემოქმედის ბრიტანული ქონება

ქართველი შემოქმედის ბრიტანული ქონება

31.05.2021

რუბრიკიდან: მოძველებული ამბები

http://britaneti.co.uk/?newsid=921#sthash.uivYKTwx.dpuf

ონლაინ გამოცემა ბრიტანეთი

გაზეთმა "სანდი თაიმსმა" ბრიტანეთისა და ირლანდიის მდიდარ ადამიანთა მეგზური - „Rich List-2014“ გამოაქვეყნა. მასში გაერთიანებული სამეფოს ათასზე მეტი უმდიდრესი ადამიანის შესახებ შეიტყობთ. წლევანდელ გამოცემაში  მომღერალი ქეთი მელუაც მოხვდა.

მომღერალი  ქეთი მელუა 1984 წლის 14 სექტემბერს  ქუთაისში დაიბადა. იზრდებოდა თბილისში ბებია-ბაბუასთან. შემდეგ დედასთან და ძმასთან ერთად გადავიდა ბათუმში, რადგან იქ მამამისი  კარდეოლოგად მუშაობდა.1993 წელს საქართველოს სამოქალაქო ომის  დასრულებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბელფასტში (ჩრდილოეთი ირლანდია) სადაც, ქეთის მამა სამუშაოდ საავადმყოფოში მოეწყო. ქეთი მელუამ წმინდა კეთრინეს სახელობის კათოლიკური სკოლა და დომინიკანური კოლეჯი დაამთავრა მაშინ, როცა მისი უმცროსი ძმა პროტესტანტულ სკოლებში სწავლობდა. 1998 წელს ქეთისთან ერთად ოჯახი რედჰილში გადასახლდა (ინგლისი). ქეთი ფლობსქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. საქართველოსა და ბელფასტში არსებული არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე ქეთის სამომავლო გეგმები ხან ისტორიკოსობას, ხან კიდევ პოლიტიკოსობას უკავშირდებოდა, თუმცა მისი მომავალი ძირეულად შეიცვალა 2000 წელს, როდესაც 15 წლის ქეთიმ მონაწილეობა მიიღო ბრიტანეთის სატელევიზიო არხ ITV-ის მიერ ჩატარებულ კონკურსში სახელწოდებით "Stars Up Their Nose", რომელიც იყო ნაწილი საბავშვო პროგრამისა "Mad for it!". კონკურსზე ქეთიმ შეასრულა Badfinger-ის ცნობილი სიმღერა სახელწოდებით "Without You" და გაიმარჯვა.მიიღო რა საშუალო განათლება სურეიში, ქეთიმ სწავლა ბრიტანეთის ხელოვანთა სასწავლებელში განაგრძო, რომელიც ტერიტორიულად ლონდონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ქეთიმ სწავლის პერიოდშივე დაიწყო სიმღერების წერა და სწორედ ამ სასწავლებელში შეხვდა იგი თავის მომავალ მენეჯერსა და პროდიუსერს, მუსიკოს მაიკ ბეტს. ქეთი მელუას უმაღლეს სასწავლებელში სწავლა არ გაუგრძელებია, თუმცა მას ხშირად გამოუხატავს სურვილი უნივერსიტეტში ჩაბარებისა. მისი სიტყვებით, თუ მომავალში უნივერსიტეტში სწავლის შანსი მიეცემა, იგი სასწავლო კურსში აირჩევდა ინგლისურ ლიტერატურას, ისტორიასა და ფიზიკას. ქეთი მელუა დაქორწინებულია მსოფლიო ჩემპიონ ჯეიმზ ტოუსლენდზე.

 ქეთი მელუას ქონება 12 მილიონი ფუნტს შეადგენს.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge